ყოფილი „მის სამყარო“: დონალდ ტრამპი „მის ფიგს“ („მის ღორს“) მეძახდა

228
SHARE

ყოფილმა „მის სამყარომ“ ალისია მაჩადომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მას „მის ფიგს“ ეძახდა.
ვენესუელის მკვიდრმა ალისიამ სილამაზის კონკურსზე 1996 წელს 19 წლის ასაკში გაიმარჯვა. რამდენიმე თვის შემდეგ მაჩადომ წონაში მოიმატა და გაჩნდა ჭორები, რომ მას გვირგვინს ჩამოართმევდნენ. ტრამპმა დაჟინებით მოითხოვა, რომ გოგონას წონაში დაეკლო. ალისიას თქმით, მილიარდერი მას „მის ფიგს“ უწოდებდა (მის ფიგი – „მაპეტ შოუს“ გმირი, გლამურული ღორია).
მაჩადოს თქმით, ტრამპთან ურთიერთობის შედეგად მას კვებითი ქცევის დარღვევები ჰქონდა და ფსიქოთერაპევტების დახმარება დასჭირდა.
ცნობისთვის, ალისია მაჩადო ტელევიზიის ვარსკვლავი გახდა. გარდა ამისა, ის პირველი „მის სამყარო“ იყო, რომელიც ჟურნალ Playboy-ში გადაიღეს. ახლახან, მაჩადო ჰოლივუდში გადაბარგდა და აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას ელოდება. კითხვაზე, მისცემს თუ არა ალისია ხმას პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, მაჩადომ გაიცინა.

FB კომენტარები

კომენტარი