ყოველ პარასკევს მამაკაცი დაუნის სინდრომის მქონე ქალბატონს ხვდება – მიზეზი მშვენიერია! (ფოტოკოლაჟი)

96
SHARE



   ბევრ ჩვენგანს სვირინგის გაკეთების ეშინია და იქნებ ვერც ეფიქრა, რომ სვირინგების მხატვარი მამაკაცი შეიძლება კეთილი იყოს. მაგალითად, ისეთი, როგორიც ახალი ზელანდიიდან ჯეისონ უორდი არის. ეს მამაკაცი ყოველ პარასკევს თავის სალონში დაუნის სინდრომის მქონე სიუზის ხვდება, რომელსაც დროდადრო სვირინგებს უკეთებს. ბოლო სამი თვის განმავლობაში სიუზი ჯეისონის სვირინგის სალონს „Muscle and Ink“-ს ხშირად სტუმრობს და სვირინგებს იხატავს.
„როდესაც სიუზი პირველად შემოვიდა ჩვენთან, ჩანთიდან ამოალაგა ყველაფერი, და მითხრა ხელზე სვირინგი დამიხატეთო“.
„სუზი ჩემი ნათესავი რომ ყოფილიყო და შესულიყო სხვა სალონში, საიდანაც, მას სავარაუდოდ, გამოაგდებდნენ, ძალიან გავბრაზდებოდი“. უორდი კეთილსინდისიერად მოიქცა. არ გააგდო სიუზი და დროებითი სვირინგები გაუკეთა.
„სიუზის მაორის დიზაინის სვირინგები მოსწონს. ხდება ხოლმე, რომ ის ირჩევს ორი სხვადასხვა სტილის სვირინგს და შემდეგ მათ ერთმანეთს ადარებს. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებიც არიან ბედნიერები, მათ წვრილმანებიც ახარებთ, კარგი იქნებოდა ჩვენც მიგვებაძა მათთვის“.

FB კომენტარები

კომენტარი