“ყოველი 10 ადამიანიდან ექვსს ჯადო აქვს გაკეთებული” – როგორ გავიგოთ გვაქვს თუ არა ჯადო და როგორ გავთავისუფლდეთ მისგან

4114
SHARE

ჯადოსა და ავი თვალის შიში საქართველოში ოდითგანვე ჰქონდათ. დღესდღეობით, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ცრურწმენაა, მაგრამ ჯადოს არსებობას მაინც ბევრი აღიარებს. ე.წ. ნათელმხილველების თქმით, ათასგვარი ჯადო არსებობს, მათ შორის უნაყოფობის და იმპოტენციის გამომწვევიც.
მიხეილ ცაგარელი: ჯადო ეს იგივე შავი მაგიაა. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც შავი მაგი იყენებს ხმების ვიბრაციას და ენერგეტიკას – პირველ რიგში ქონისა და სისხლის ენერგეტიკას, რადგან ამ გზით უარყოფითი ენერგიის გადატანა ადვილად შეიძლება. შავი მაგიის მიმდევრები შელოცვებს აწარმოებენ ქონზე, დახოცილი ცხოველების
სისხლზე, თმაზე, რომელიც ინფორმაციის კარგი გადამტანია.
ეს არის დაბალი რანგის მაგია, მაგრამ არსებობს მაღალი რანგის მაგია, როდესაც ადამიანზე დისტანციური ზეგავლენა ხორციელდება, მაგალითად ფოტოსურათით. ყველა ვარიანტში მაგიის პრინციპი ერთია, ადამიანის დაბრკოლება, მისთვის სირთულეების შექმნა.
როგორ უნდა შევიტყოთ, რომ ადამიანი უარყოფითი ენერგიით არის შეპყრობილი? ასეთ ადამიანს სპეციფიური ნიშნები აქვს: სპეციფიური სუნი, ცუდი აურა და ჩამქრალი თვალები. სამწუხაროდ ყოველი 10 კაციდან ექვსს შავი მაგია აქვს გაკეთებული.

განაგრძეთ კითხვა:https://reitingi.ambebi.ge

Comments

comments