ყველის სუპი

118
SHARE

ინგრედიენტები: ქათმის ფილე – 500 გრ, ნაღების ყველი – 400 გრ, ბრინჯი – 150 გრ, კარტოფილი – 400 გრ, სტაფილო – 150 გრ, ხახვი – 150 გრ, მარილი, პილპილი, მწვანილი.

მომზადების წესი: ქათმის ფილე მოვხარშოთ დაახლოებით 20 წუთის გამავლობაში და საშუალო ნაჭრებად დავჭრათ. იმავე ბულიონში ბრინჯი 10 წუთი ვხარშოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ. სტაფილო წვრილ სახეხზე გავხეხოთ, კარტოფილს კი კუბიკების ფორმა მივცეთ. ბულიონში მოსახარშად კარტოფილი ჩავყაროთ, ხახვი და სტაფილოც დავუმატოთ და 5-7 წუთი ვადუღოთ. შემდეგ ფილე დავუმატოთ, ბოლოს ყველი კარგად ამოვურიოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ. სუფრასთან მიტანამდე მწვანილი მოვაყაროთ.

FB კომენტარები

კომენტარი