ყველის სამშობლოდ შესაძლოა საქართველო დასახელდეს – BBC

1929
SHARE

საქართველო შესაძლოა ყველის სამშობლოდ დასახელდეს – ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს. სტტატიის ავტორი „ყველის მწარმოებელთა ასოციაციის“ დირექტორზე ანა მიქაძე–ჩიკვაიძეზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მცხეთის ადგილობრივ მუზეუმს გააჩნია არქეოლოგიური მტკიცებულებები იმისა, რომ ათასობით წლის წინ ქართველები იყვნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ყველი დაამზადეს.

“საბჭოთა კავშირის დროს, 1921-1991 წლებში, საბჭოთა ერების დასახმარებლად მთავრობამ ყველის დიდი რაოდენობით წარმოება დაგეგმა. გამომდინარე იქიდან, რომ საჭირო იყო სწრაფი წარმოება, ძირითადად, ოთხი სახის ყველი იწარმოებოდა: იმერული, სულგუნი, ქარხნული და გუდის. რაც შეეხება იშვიათ სახეობებს, მათ ნელ-ნელა დაკარგეს პოპულარობა და გაქრნენ. ანა მიქაძე-ჩიკვაიძემაც, სწორედაც რომ, ყველის ეს ოთხი სახეობა იცოდა, სანამ ძველი ვარიანტების შესახებ არ შეიტყო. საბოლოო ჯამში, მკველვარმა საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტი სახეობის ყველი აღმოაჩინა” – აღნიშნულია სტატიაში.

FB კომენტარები

კომენტარი