ყველა სასკოლო საგანი ერთ პორტალზე!

89
SHARE

სილქნეტის საგანმანათლებლო პროექტი „საშინაო სკოლა“ SilkTV-ის გარდა, ახლა უკვე ინტერნეტით არის ხელმისაწვდომი. დისტანციური სწავლების კურსისთვის შეიქმნა საიტი http://www.silkschool.ge/. მნიშვნელოვანია, რომ პორტალი ადაპტირებულია ნებისმიერი მობილური მოწყობილობისთვის, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მისთვის მისაღებ დროს, გაიღრმავოს ცოდნა სასკოლო საგნებში 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, დამატებით მოემზადოს კონკრეტულ დისციპლინაში, გადაიმეოროს განვლილი მასალა, მოიძიოს სასურველი თემა, შექმნას ფავორიტი გაკვეთილების სია, რომელსაც მისთვის მისაღებ დროს მიადევნებს თვალს.
ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ინგლისური ენა ყველა ეს საგანი პორტალზეა განთავსებული. გაკვეთილებს უძღვებიან საგანგებოდ შერჩეული კვალიფიციური პედაგოგები, ისეთები, როგორებიც არიან გია მურღულია, ავთანდილ არაბული, ზაზა აბაშიძე, ია მებონია, თამარ ჯაფარიძე და სხვა.
ვებ გვერდზე განთავსებული მასალის სანახავად, მსურველი უფასოდ გადის ავტორიზაციას ფეისბუკით, ან რეგისტრირდება საიტზე ელექტრონული ფოსტით და ქმნის საკუთარ პროფილს. მომხმარებლისთვის შეთავაზებულია საძიებო სისტემა, რომელიც უადვილებს მას ამა თუ იმ საგნის, კლასის, სხვადასხვა თემის ან პედაგოგის არჩევას.
მარტივი მენიუ პატარა ასაკის მსმენელსაც კი საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად,
უფროსის ჩარევის გარეშე, ჩართოს ვიდეო-გაკვეთილი და ინდივიდუალურად მიიღოს ცოდნა, გადაიმეოროს განვლილი მასალა. თითოეული ვიდეო 15–20 წუთს გრძელდება. სწავლების ეს მეთოდი მოსწავლეს ერთ დღეში რამდენიმე საგნის სწრაფად მომზადებაში ეხმარება, ასევე შესაძლებელია საატესტატო გამოცდებისთვის მთელი საგნის 2 თვეში გადამეორება.
მოსწავლეს უცხო ენის ათვისებაში დაეხმარება ინგლისური ენის კურსი, რომელიც სასკოლო პროგრამის იდენტურია და ორიგინალი აუდიო მასალაც ერთვის. ასევე, აბიტურიენტებს დახმარებას უწევს ენის გრამატიკული ნაწილის ვიდეო-გაკვეთილები.
პროგრამა ერთნაირად პოპულარულია თბილისსა და რეგიონებში. პორტალზე http://silkschool.ge/ რეგისტრაცია შესაძლებელია უფასოდ, როგორც საქართველოს ტერიტორიიდან, ისე უცხოეთიდან. რეგისტრირებულ მომხმარებელს სრული წვდომა აქვს ყველა ვიდეოსთან, კომპიუტერით, პლანშეტით და მობილური მოწყობილობით.
პორტალი „საშინაო სკოლა“ წარმოადგენს SilkTV-ის საგანმანათლებლო შემეცნებითი პროექტის ანალოგს, რომელსაც სილქნეტი მეხუთე წელია ექსკლუზიურად გვთავაზობს ტელეეთერის მეშვეობით და მას 10 000 ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
(R)

FB კომენტარები

კომენტარი