ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული რეკვიზიტები ფილმებიდან

489
SHARE

ჰოლივუდის ფილმებმა მოხიბლეს მაყურებელი მსოფლიოს მაშტაბით. და თუ შენ გაქვს ფული, მაშინ შეგიძლია ისტორიის პატარა ნაწილი შენთვის შეინახო კიდეც. მილიონობით მაყურებელი იკრიბება მაშინ, როდესაც ეწყობა აუქციონი, სადაც ყიდიან რეკვიზიტებს, რომლებსაც ყველასათვის ცნობილ ფილმებში იყენებდნენ.

წარმოგიდგენთ ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ რეკვიზიტებს ფილმებიდან.

167934

1) მერლინს მონროს კაბა, რომელიც აუქციონზე $4.6 მილიონად გაიყიდა.

Batmobile

2) მანქანა ცნობილია 1960 წლის ,,ბეტმენის” სერიებიდან, რომელშიც მონაწილეობას ადამ ვესტი იღებდა.  მანქანა 2013 წელს  $4.6 მილიონად გაიყიდა, თუმცა ახლა ისევ ახალი მფლობელის ძიებაშია, მისი ფასი კი  $5 მილიონია.

collage66 (1)

3) ოდრი ჰეპბერნის კაბა ფილმიდან ,,ჩემი მშვენიერი ლედი”, რომელიც $4.5 მილიონად გაიყიდა 2011 წელს.

www.autobild.de_

4) ძვირფასი სპორტული მანქანა ცნობილია ფილმიდან ,,ჯეიმს ბონდი: გოლდფინგერი”, რომელიც $4.4 მილიონადაა შეფასებული.

sams-piano-1

5) როგორც წესი ყველაზე ძვირადღირებულ ატრიბუტებად სამოსი ან მანქანა იქცევა ხოლმე, თუმცა ეს შემთხვევა გამონაკლისს წარმოადგენს. Dooley Wilson-ის გმირი, სემი ,,კასაბლანკადან” უკრავს ფორტეპიანოზე, რომელიც გასულ წელს, ნიუ იორკში გამართულ აუქციონზე გაიყიდა $3.4 მილიონად.

susanolupitan

6) ლომის კოსტიუმი ფილმიდან ,,The Wizard Of Oz” ნიუ იორკის აუქციონზე გაიყიდა $3 მილიონად. საინტერესოა ისიც, რომ ზუსტად ეს კოსტიუმი 2006 წელს მხოლოდ $700,000 გაიყიდა.

wiki

7) ეს ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი ფილმ ,,The Wizard of Oz”-დანაა, რომლის ღირებულებაც $2-3 მილიონია.

bellenews

8) კოსტიუმები კლასიკური მიუზიკლიდან ,,მუსიკის ხმები” გაიყიდა  $1.5 მილიონად 2013 წელს.

artfixdaily

9) კაბა ფილმიდან ,,The Wizard of Oz” 2011 წელს $910,000-ად გაიყიდა. 2012 წელს $480,000-ად. ახლა კი ის $1.2 მილიონადაა შეფასებული.

jamesbond.wikia_.com_

10) ეს ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ძალიან მაგარი მანქანაა, რომელიც გამოყენებულია ფილმში ,,The Spy Who Loved Me”. მანქანა $860,000-ად გაიყიდა.

j

11)  კვლავ ოდრი ჰეპბერნის კაბა, ფილმიდან ,,საუზმე ტიფანისთან”. მისი ღირებულება $807,000-ია.

the-sherman-brothers

12) მანქანა კლასიკა დისნეის ფილმიდან ,,Chitty Chitty Bang Bang” $805,000-ად არის შეფასებული. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ მანქანის შეძენა მაიკლ ჯექსონს სურდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არასოდეს მისცემია.

წყარო:http://allmovies.ge

FB კომენტარები

კომენტარი