„ყველაფერი წინ გაქვს ჯერ და თვითკმაყოფილებას არ მიეცე“ – ჟურნალისტი თათია პაჭკორია შვილს გულშემატკივრობს

489
SHARE

პროექტ „იქს-ფაქტორის“ მონაწილე, ცირა კობიაშვილმა, რომელმაც მაყურებელს მისი კარგი სიმღერით და ტრაგიკული ისტორიით დაამახსოვრა თავი, ჟურნალისტ თათია პაჭკორიას ქალიშვილია.12939335_993012267402579_1111095962_n
ცირას შეყვარებული, გოგა კვარაცხელია შარშან ტაშკენტის ქუჩაზე ცეხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამის შემდეგ, ცირას საკმაოდ დიდი ტრავმა დარჩა. გოგონას ბევრი გულშემატკივარი ყავს, პირველ რიგში კი მისი დედა, ცნობილი ჟურნალისტი თათია პაჭკორია, რომელმაც ფეისბუქის გვერდზე შვილს წარმატებები უსურვა:
”წარმატებები, დედი. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი საკუთარი ხელით ქმნი მომავალს. მაგრამ ყველაფერი წინ გაქვს ჯერ და თვითკმაყოფილებას არ მიეცე.”
ცირამ კი შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში: “მთელი დღეა ვფიქრობ, რა გითხრათ და რომელ ერთს გაგცეთ პასუხი. ჩემო მეგობრებო და უცნობო ადამიანებო, ალბათ მთელი ცხოვრება არ მეყოფა იმისთვის, რომ უკან დაგიბრუნოთ ის სითბო, ყურადღება და გვერდში დგომა, რასაც თქვენგან ვგრძნობ ბოლო 24 საათის განმავლობაში. დიდი მადლობა! ვეცდები, იმედები არ გაგიცრუოთ!”
„იქს-ფაქტორის“ აღმოჩენა შემდეგ ტურში ოთხი „კი“-თ გადავიდა, ტელემაყურებელი გოგონას კვლავ იხილავს ტელეკრანებზე.
12957241_993012320735907_1760757603_n    12968699_993012327402573_553217961_n

FB კომენტარები

კომენტარი