“ყველაფერი ცუდი უკვე მოხდა ჩემს ცხოვრებაში” – დაღუპული მეცხრეკლასელი გოგონას მამა მადლობას იხდის

691
SHARE

თბილისში, საბურთალოზე მეცხრეკლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
გოგონას მამა, გიორგი გვარჯალაძე პირად  “ფეისბუქგვერდზე” სტატუსს აქვეყნებს. ის მეგობრებს მადლობას უხდის.

“ყოველი აფრენა იყო უფრო ზემოთ და ყოველი დაცემა – უფრო ქვემოთ (ლ. ბურდული). ყველაფერი ცუდი, რაც წაკითხული და ფილმში ნანახი მქონდა, უკვე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე მეგობრების დიდი მხარდაჭერით გავსწორდი წელში და ისევ გავფრინდი.
ამ  მე-7 სართულიდან დაცემაზე, თითქოს, დრო დაპაუზდა – უმძიმესად (ჩემსავით) დაკავებული ადამიანები მთელი დღეების მანძილზე ჩემთან იყვნენ,  თავის ყოველი აწევისას ვხედავდი მათ სახეებს და უფრო ხშირად მინდებოდა თავის წამოწევა, წამოდგომა…

მეგობრებო – მადლობა x 1 000 000 000!”, – წერს გვარჯალაძე.

FB კომენტარები

კომენტარი