„ყველაფერი დაეწვა რაც გააჩნდა, პოლიციასთან მივიდა და საჭმელი მიუტანა”- ჰუმანურობა „ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიიდან

2993
SHARE

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” ვრცელდება ფოტო, რომელზეც „ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებული პოლიციელს საკვებს აწვდის.
ფოტოს გვერდი „დრო მიდის, კადრები კი რჩება” ავრცელებს.
“ეს კაცი ბავშვთა სამყაროში ხანძრით დაზარალებულია, ყველაფერი დაეწვა რაც გააჩნდა. დაცვის პოლიციასთან მივიდა და საჭმელი მიუტანა, ამდენი ხანია დგახართ, მოგშივდებოდათო.
ადამიანებმა ყველაფერი დაკარგეს და მაინც სხვაზე ზრუნავენ, მადლობა ასეთ ადამიანებს, რომ არსებობთ”, – წერს ფოტოს ავტორი.

FB კომენტარები

კომენტარი