ყველაზე ძილისგუდა ზოდიაქოს ნიშნების ხუთეული – ამოიცნობ თუ არა საკუთარ თავს?

668
SHARE

ხარ თუ არა ძილისგუდა? ამას საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგებ. გთავაზობთ ყველაზე ძილისგუდა ზოდიაქოს ნიშნების ხუთეულს:

  • კურო – ამ ნიშნისთვის ძილი სიცოცხლის ელექსირია. მათ ყველგან და ნებისმიერ პოზაში შეუძლიათ ძილი, მათ შორის სამსახურშიც. გამოძინება კუროს უფრო ბედნიერს ხდის და ეხმარება გაცილებით პროდუქტიული იყოს. ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან უყვარს შუადღის ძილი.
  • მშვილდოსანი – ამ ნიშანს ორი ჰობი აქვს, ძილი და მოგზაურობა. მან კარგად იცის თუ რა მნიშვნელოვანია კარგად გამოძინება იმისათვის, რომ გაცილებით ენერგიული იყოს. მთავარია ხელი არ შეუშალოთ და მშვიდად ძილი აცალოთ.
  • თევზები – ზოდიაქოს ამ ნიშნის მოწოდება ძილი გახლავთ, მათ ყოველთვის შეუძლიათ თვალი დახუჭონ და დღის ნებისმიერ მონაკვეთში გემრიელად დაიძინონ.
  • ვერძი – აღნიშნული ნიშანი იმდენად ენერგიული და აქტიურია, რომ ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს არასდროს სძინავს, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა. ზოდიაქოს ამ ნიშანს ძილი განსაკუთრებულად უყვარს და ესაჭიროება კიდეც, რადგან შეძლოს შესაბამისი ენერგიის აღდგენა.
  • კირჩხიბი – მგრძნობიარე კირჩხიბებს დეპრესია ხშირად აწუხებთ, ძილი კი მათ აღნიშნულის დაძლევაში ეხმარება. ისინი იძინებენ ყველგან და არავითარი გარემო წაძინებაში მათ ხელს არ უშლის.

FB კომენტარები

კომენტარი