ყველაზე სექსუალური მამაკაცის მეუღლე პრემიერის ცოლთან მსგავსებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

427
SHARE

“მეგობარმა მითხრა, პრემიერ მინისტრის (ირაკლი ღარიბაშვილის) ცოლს გავხარო და ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს”? – დაწერა სოციალურ ქსელში დავით ქაცარავას მეუღლე სოფო ხაჭაპურიძემ. მის პოსტსს მალევე მოჰყვა გამოხმაურება.

სოფოს „ფეისბუქის“ მეგობრები ხუმრობდნენ და ქართველ სექსიმბოლოს დავით ქაცა

რავას პრემიერ-მინისტრობაც კი უწინასწარმეტყველეს.

დავინტერესდით თავად სოფი რა აზრის იყო ამ მსგავსებაზე.

– სტატუსი ჩემი მეგობრებისთვის დავწერე და ატყდა ამბავი.

– დათოს პოლიტიკაში წასვლის სურვილი გაქვს?
– არა, სასაცილოა ეს თემა, უბრალოდ ვიხუმრე და ატყდა ამბავი.

Rating

– დათო ატეხილ ამბავზე რა აზრისაა?
– არც იცის ეს ყველაფერი. ქალაქგარეთაა ტურზე წასული.

– ფოტო რომ ვნახე თქვენი მსგავსება მეც აღმოვაჩინე…
– ეს ახლა დააკვირდით და დაინახეთ მსგავსება, თორემ მანამდე მსგავსება არც არავის დაუნახავს და არც არავის უთქვამს. ჩვენ შორის მსგავსება მართლა რომ იყოს, ქალბატონ ნუნუკას დიდი ხანია საზოგადოება იცნობს და აქამდე ვინმე იტყოდა.

– იცნობთ პრემიერ – მინისტრის მეუღლეს?
– არ ვიცნობ. თუმცა ყოველთვის მესიმპათიურებოდა და როგორც მაღალი თანამდებობის პირის მეუღლე. ისევე როგორც პრეზიდენტის მეუღლე. მაკა ჩიჩუა სასწაულია. ნუნუკა დახვეწილია, ანუკი არეშიძე კი ძალიან მიყვარს.

 

წყარო: www.reitingi.ge

 

FB კომენტარები

კომენტარი