ყველაზე მოკლე ტესტი: გაიგეთ, რაზე უნდა იმუშაოთ, რათა ცხოვრება გაიუმჯობესოთ

123
SHARE

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება სხვადასხვა ნაწილისგან შედგება: ოჯახი, ბიზნესი, ჰობი, დასვენება. ძალიან მნიშვნელოვანია, დაიცვათ ბალანსი ყველა მიმართულებას შორის. სხვაგვარად, ამას თქვენ მაგივრად თავად ცხოვრება გააკეთებს.
გთავაზობთ მარტივ და ფსიქოლოგიაში ფართოდ გავრცელებულ ვარჯიშს, რომლის შედეგი დაგანახებთ იმას, რაც ცხოვრებაში ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

აიღეთ სუფთა ფურცელი და გადაიხატეთ ბორბალი, რომელიც აქვეა მოცემული:

შეაფასეთ გასული წლის მიღწევები ყველა სფეროში 1-დან 10 ქულამდე. შემდეგ წრეზე ყველა მონიშნული წერტილი შეაერთეთ ხაზებით.

მიიღებთ თქვენს პერსონალურ “ცხოვრების ბორბალს” და ამასთან, დაინახავთ, რას უნდა დაუთმოთ მეტი ყურადღება და რას – ნაკლები.

ნუ იდარდებთ, თუკი არცერთ დანაყოფში არ მიიღებთ 10 ქულას ან წრე კი არა, ექვსკუთხედი გამოგივათ. ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი უკეთესი ცხოვრების დასაწყისია.

გააკეთეთ ეს სავარჯიშო ყოველთვე და ნახავთ, რომ უკეთესობისკენ ცვლა ბევრად შესამჩნევი იქნება, ხოლო თქვენი “ცხოვრების ბორბალი” ბევრად ენერგიულად დატრიალდება.

წყარო: მარაო

FB კომენტარები

კომენტარი