“ყველაზე მოდური რუსები” – რა ჯილდო მიიღო ნანი ბრეგვაძემ მოსკოვში გამართულ წვეულებაზე

108
SHARE

მოსკოვში გამართულ წვეულებას, სადაც რუსულმა ჟურნალმა HELLO – მ დაჯილდოება – “ყვე­ლა­ზე მო­დუ­რე­ბი რუ­სეთ­ში” გამართა, ნანი ბრეგვაძეც ესწრებოდა, ის წვეულების ერთ-ერთი საპატიო სტუმარი გახლდათ და ჯილდო ნო­მი­ნა­ცი­ა – “სტი­ლის ხატიც” აიღო, რომელიც მომღერალს რუსეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა, რეზო გიგინეიშვილმა გადასცა.
“მე ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნი ვარ. არ მო­ვი­ტყუ­ე­ბი, თუ ვი­ტყვი, რომ ბავ­შვო­ბი­დან­ვე, ჩემი მშობ­ლე­ბის ხმას­თან ერ­თად, ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ხმა, რო­მელ­საც ვის­მენ­დი, ეს იყო გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხმა ნანი ბრეგ­ვა­ძისა”, – თქვა რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა.
ნანი ბრეგვაძემ კი ჟურნალ HELLO – ს მთავარ რედაქტორს, სვეტლანა ბონ­დარ­ჩუ­კს და იქ მყოფ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
“მად­ლო­ბა თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რო­მელ­საც მე მუ­დამ ვგრძნობ! მად­ლო­ბა ჟურ­ნალს და ჩემს საყ­ვა­რელ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სვეტ­ლა­ნას”, – აღ­ნიშ­ნა მომღერალმა.

 

FB კომენტარები

კომენტარი