ყველაზე დიდი რისკი, რაც ახლავს ნიღბის ტარებას – ქართველი პედიატრი საზოგადოებას მიმართავს

700
SHARE

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პედიატრი, ქეთი ლობჟანიძე საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით ნიღბების ტარების აუცილებლობასთან დაკავშირებით მიმართავს და ურჩევს მათ ტარებას:

“რა რთულია გაუთვითცნობიერებული ხალხისთვის ტყუილ-მართლის გარჩევა ამ აბსურდულ ლოგორეაში! ყურადღების მისაქცევად ადამიანების შეცდომაში შეყვანა არის მავნებლობა!

აუცილებლად გაიკეთეთ ნიღბები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით – დახურულ სივრცეებში!

კი ბატონო, სიმშვიდეა ჩვენთან, ვირუსიც თითქოს ძალას კარგავს, მაგრამ მეზობელი სომხეთის კატასტროფული სიტუაცია არ იძლევა თავის დამშვიდების საფუძველს!

არ ემორჩილება ეს ვირუსი კანონზომიერებებს და ნუ გარისკავთ, ჯერ ისევ არ არსებობს ვაქცინა და ეტიოლოგიური მკურნალობა!

რაც შეეხება შესაძლო სინკოპესა და კომას – ქირურგის პროფესია აღარ უნდა არსებობდეს ამ ლოგიკით, ნიღბებით საათობით ფეხზე მდგომებს უწევთ დაძაბული შრომა!

ყველაზე დიდი რისკი, რაც ახლავს ნიღბის ტარებას, ისაა, რომ ხალხი ვერ დაინახავს ჩვენს მშვენიერ ღიმილს, ეს კი მართლა დასანანია!

პ.ს. რაც მე კოვიდზე ვპოსტე, ვიფიქრე, მეშველა და შევეშვები ამ პროზაულ თემას, მაგრამ ამ მავნებლობებს ვერ ვატარებ, თან – როცა ხალხი იჯერებს და საშიშ აბსურდს აზიარებს მასობრივად!”, – წერს პედიატრი.

FB კომენტარები

კომენტარი