“ყველაზე გულიანი სიცილი იცოდა” – ნიკა წულუკიძემ ლევან ჩხაიძეს ემოციური პოსტი მიუძღვნა

395
SHARE

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, სრულიად უცხო ადამიანებიც კი მწუხარებას გამოთქვამენ ჟურნალისტის უეცარი გარდაცვალების გამო.
მწუხარებას გამოთქვამენ ჩხაიძის კოლეგები და მეგობრებიც, მათ შორის თეატრთმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, რომელმაც “ფეისბუქის” პირად გვერდზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
“იმედში რადიო ,,ჯაკოდან” მოვიდა და ჯაკო დავარქვით. ყველაზე გულიანი სიცილი იცოდა, ისე ხითხითებდა, რომ მაშინვე განგაწყობდა. მერე რადიო იმედშიც ერთ ოთახში ვისხედით… იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და ღლიცინი იუმორში. ისტორიების კასკადი და ლეგენდების შეთხზვა ერთმანეთზე. დღეს ამ შეჯიბრში მე დავმარცხდი, რადგან ჩვენი ლევან ჩხაიძე წავიდა…”,- წერს წულუკიძე.
ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად, სავარაუდოდ, გულის შეტევა სახელდება.

FB კომენტარები

კომენტარი