ყველაზე ასაკოვანი კუ 344 წლის ასაკში მოკვდა

87
SHARE

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კუ სახელად ალაგბა 344 წლის ასაკში მოკვდა. გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, კუ ნიგერიაში ოგბომოსოს ტომის ბელადის სასახლეში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.

გიგანტური კუ ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ადგილობრივები თვლიდნენ, რომ მას წარმატება მოჰქონდა და მეტიც, მას ადამიანების განკურნებაც შეეძლო, ამიტომ დიდი პატივისცემით ექცეოდნენ. მას ორი სპეციალისტი მეთვალყურეობდა, რომლებიც მის მოთხოვნილებებს და კვების რაციონს აკონტროლებდნენ.

ისტორიული წყაროზე დაყრდნობით, კუ სასახლეში მესამე ბელადმა 200 წლის წინ მიიყვანა, იმ დროს, როდესაც წარმატებული ექსპედიციიდან შინ დაბრუნდა. რეპტილიების ექსპერტები ეჭვობენ, რომ ალაგბა 344 წლის იყო, რადგან მათი თქმით, გიგანტური კუები იშვიათ შემთხვევაში 200 წლამდე ცოცხლობენ.

FB კომენტარები

კომენტარი