ყაზახმა ბოდიბილდერმა, ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, სექს თოჯინა დანიშნა და მასზე ქორწინდება (ფოტო)

375
SHARE

სიყვარული ბრმა არის – ალბათ თოთოეულ ჩვენგანს გაგვიგია აღნიშნული სიტყვები. აქვს თუ არა სიყვარულს თვალები მაგაზე ვერ ვიდავებთ, მაგრამ ის კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი უცნაური რამ არის.

ყაზახი ბოდიბილდერი იური ტოლოჩკო მის შეყვარებულ სექს თოჯინა მარგოზე ქორწინდება. დიახ, სექს თოჯინა მარგო ძალიან სოციალური „პიროვნებაა“. მას საკუთარი „ინსტაგრამ“–გვერდი აქვს და დიდი ხანია თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა თუ ვიდეოებს აქვეყნებს. ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ ტოლოჩკომ მარგო დანიშნა.

ნიშნობა ძალიან რომანტიულ გარემოში შედგა, სანთლების, ვარდებისა და საქსაფონის ფონზე.

მარგომ ინსტაგრამზე საქორწილო კაბაში გადაღებული ფოტოც გაავრცელა მინაწერით:

„სასოწარკვეთილი ვარ, ვფიქრობ, რომ მსუქანი ვარ. ვერ მოვასწრებ ქორწილამდე გახდომას, თუ ეს მკერდის გამო მეჩვენება?“

მარგოს მეგობრებმა წინასაქორწილო წვეულებაც მოუწყვეს.

აღსანიშნავია, რომ მარგომ პლასტიკური ოპერაციებიც ჩაიტარა.

იური ტოლოჩკო ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობს:

„მაშინ, როდესაც მარგო საზოგადოებას წარვუდგინე, მოზღვავებული კრიტიკის გამო ის დაკომპლექსდა და გადაწყვიტა ვიზუალის შეცვლა. არა ერთი ოპერაცია გაიკეთა და ბევრი რამ შეიცვალა“

ასეა თუ ისე, რას გაუგებ სიყვარულს?!

FB კომენტარები

კომენტარი