ყაზახეთის მუსლიმანთა კავშირმა სექსის სიჩქარეზე შეზღუდვები დააწესა

1537
SHARE

ყაზახეთის მუსლიმანთა კავშირმა სექსზე სხვადასხვა შეზღუდვა დააწესა.
ერთ-ერთი სექსის სიჩქარეს ეხება. დოკუმენტის ავტორთა აზრით, დასახლებულ პუნქტში მისი სიჩქარე 3 მ/წმ-ს, ხოლო დასახლებულ პუნქტს გარეთ 5მ/წმ-ს უნდა შეადგენდეს. სიჩქარის გაზომვის მეთოდიკა დაზუსტებული არ არის. გარდა ამისა, შეზღუდვებში საუბარია მამაკაცის სასქეზო ორგანოზეც. „არ შეიძლება მისი გაქირავება ან გირაოში ჩადება, ასევე პენისის გამოყენება დროშის ჯოხად, ცეცხლის ჩასაქრობად ან ხელკეტის ფუნქციით“, – წერია დოკუმენტში. ქალებს მუსლიმანთა კავშირმა აუკრძალა სასქესო ორგანოს გამოყენება ჩანთის, სეიფის და საფულის ფუნქციით. მეუღლეებს, სექსის დროს, ეკრძალებათ ვიბრატორების, დამაგრძელებლების, ტრანსფორმატორების, სტიმულატორების, სტაბილიზატორების და „სხვა მოწყობილობების“ გამოყენება. ქალებს მოუწოდებენ, უარი თქვან სპირალების, ზამბარების და სხვა მოწყობილობების გამოყენებაზე, რაც ქმარს მათში შეღწევაში ხელს უშლის, ხოლო მამაკაცებს მოუწოდებენ, გამოიყენონ იმ ზომის პენისი, რაც მას ღმერთმა არგუნა. ყაზახეთის მუსლიმანთა კავშირის ხელმძღვანელი მურატ ტელიბეკოვი სკანდალური იდეებით ადრეც იყო ცნობილი. ტელიბეკოვი ყაზახეთის იმ პრეზიდენტების სიკვდილით დასჯას ითხოვდა, რომლებმაც 80 წელს მიაღწიეს. ასევე, ის მოითხოვდა მთვარეზე გამოჩენილი პიროვნებებისთვის პანთეონის აშენებას და სექსზე გადასახადის დაწესებას. გასული წლის აგვისტოში, ყაზახეთის მუსლიმანთა კავშირმა დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დევიდ კემერონს მიმართა და მას ყაზახეთის სულთნის სავარძელი და პერსონალური ჰარემი შესთავაზეს. კემერონს მხოლოდ ყაზახური ენის შესწავლა მოეთხოვებოდა.

FB კომენტარები

კომენტარი