ყავის კომპანია 5 ათას დოლარს გადაგიხდით სასახლეში ცხოვრების სანაცვლოდ

275
SHARE

ოცნების სამსახური, რომლის ფარგლებშიც ყავის მოყვარული ლიცენზირებული ანაზღაურების მიღებას შეძლებს.

შვედური ყავის კომპანია Gevalia Kaffe გეგმავს ყავის მოყვარულთა „დედოფლის“ შერჩევას. ამისათვის კი მას ვისაც ყავა ძალიან უყვარს, მოუწევს ერთი კვირით ედინბურგში, კომპანიის მიერ შერჩეულ სასახლეში ცხოვრება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყავის დედოფალი არის ის, ვინც ერთი ჭიქა ყავის დალევის შემდეგ ყველაზე თვითდაჯერებულ ადამიანად იქცევა, გამოხატავს საკუთარ შეხედულებას, შეიცნობს საკუთარ თავს და არ ეშინია თავის თავზე ხუმრობის“, – აცხადებს უფროსი იურისტი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ Gevalia Kaffe–ს დედოფალი შეიძლება გახდეს როგორც კაცი, ასევე ქალიც, მთავარი პირობა არის მხოლოდ ის, რომ უყვარდეს ყავა.

შერჩეული დედოფალი ანაზღაურების სახით ერთ კვირაში მიიღებს 5 000 დოლარს და შეძლებს დატკბეს სასახლის 12 საძინებლით, 11 აბაზანითა და ულამაზესი კარ–მიდამოთი.

აპლიკაციების მიღება 21 დეკემბრამდეა შესაძლებელი კომპანიის ვებ–გვერდზე. გამარჯვებული 2020 წელს გამოცხადდება.

FB კომენტარები

კომენტარი