ყაბაყისა და ყვალილოვანი კომბოსტოს სუპ-პიურე

127
SHARE

ინგრედიენტები: ყაბაყი – 500 გრ, ყავილოვანი კომბოსტო – 500 გრ, სტაფილო – 150 გრ, ხახვი – 150 გრ, მარილი, წიწაკა,ზეთი, მწვანე ხახვი.
მომზადების წესი: ხახვი წვრილად დავჭრათ. ყაბაყი კუბიკებად. სტაფილო წვრილ სახეხზე გავხეხოთ. ყავილოვანი კომბოსტო გავაცალკეოთ. ტაფაზე ხახვი მოვდაღოთ. სტაფილო დავუმატოთ და მოვთუშოთ. შემდეგ ყაბაყი და კომბოსტო დავუმატოთ, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ და კარდა ავურიოთ. მზა ბოსტნეული ბლენდერში მოვათავსოთ, წყალი დავუმატოთ და დავაბლენდეროთ. ბოლოს მრგვალად დაჭრილი ხახვით მოვაყაროთ.

FB კომენტარები

კომენტარი