„ღმერთს გამოცდის ჩაბარებაში დახმარებას სთხოვდა“ – უკრაინული ბოინგის ჩამოვარდნის ადგილზე, დაღუპული სტუდენტის წერილი იპოვეს

2438
SHARE

გუშინ, ირანში უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, შედეგად 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრავე წევრი დაიღუპა. ამის გამო უკრაინაში გლოვის დღე გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით მგზავრების უმრავლესობას კანადელი სტუდენტები შეადგენდნენ, რომლებიც დასვენების დღეებს ირანში ატარებდნენ და სწავლას უბრუნდებოდნენ, აღნიშნული რეისი კი დაბალი ფასის გამო აირჩიეს.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე იპოვეს ხელნაწერი, წერილი ერთ–ერთ კანადელ სტუდენტს ეკუთვნოდა, რომელშიც ახალგაზრდა ღმერთს სთხოვს გამოცდების ჩაბარებაში დახმარებას.

ბოინგი–737 აფრენიდან დაახლოებით ორ წუთში ჩამოვარდა, ორ კილომეტრზე მეტი სიმაღლიდან და აფეთქდა. გამოძიება დაიწყო, უკრაინისთვის შავი ყუთის გადაცემაზე უარს აცხადებს ირანი, უკრაინა კი გამოძიების სწორად და ეფექტიანად წარმართვას მოითხოვს.

კატასტროფის პირველად ვერსიად, ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

FB კომენტარები

კომენტარი