“ღმერთს არ ჭირდება ეგ სისხლით მორწყული მიდამო” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

87
SHARE

ლომისობის დღესასწაულის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე  ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

“არაა ეს ქრისტიანული წესი! დღეს ლომისობაა – ლომისის წმინდა გიორგის სალოცავის დღესასწაული.
გილოცავთ, მაგრამ ცხოველების ეს სისხლიანი მსხვერპლშეწირვა არანაირად არაა ქრისტიანული წესი.

თუ გინდათ, რომ უფალმა მართლა შეიწიროს თქვენი შესაწირი, აიღეთ მაგ ცხვრების საფასური ან თვითონ ეგ ცხვრები და თქვენი სოფლის ღარიბ-ღატაკებს, ობლებს და გაჭირვებულებს აჩუქეთ. ეს იქნება ნამდვილი მსხვერპლი და მაგას შეიწირავს უფალი.
არც წმინდა გიორგის და არც მითუმეტეს ღმერთს არ ჭირდება ეგ სისხლით მორწყული მიდამო და ცხვრის ხორცი.
არაა ეს ქრისტიანული წესი!”, – წერს მოძღვარი.

FB კომენტარები

კომენტარი