“ღმერთი არა მარტო თამაშობს კამათლით, არამედ ხანდახან გვატყუებს კიდეც” – სტივენ ჰოკინგი

600
SHARE

ბრიტანელ ფიზიკოს სტივენ ჰოკინგს მძიმე დაავადებამ ხელი არ შეუშალა, სამყაროს ჩვენებურ აღქმაში წვლილი შეეტანა. მსოფლიოში სახელგანთქმული ფიზიკოსი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მსოფლიოს დაუტოვა თავისი ნაღვაწი და ბრწყინვალე ციტატები, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით.
მათი უმრავლესობა გაჟღერდა მისი ბრწყვინვალე ხმის სინთეზატორით. დაწყებული სამყაროს არსებობიდან ცნობიერების მეორე უკუმხრიდან, აი მათგან ყველაზე ცნობილი:

შავი ხვრელების შესახებ: “ეინშტეინი არ იყო მართალი, როდესაც ამბობდა:”ღმერთი არ თამაშობს კამათლით”. შავი ხვრელების კვლევამ აჩვენა, რომ ღმერთი არა მარტო თამაშობს კამათლით, არამედ ხანდახან გვატყუებს კიდეც, როდესაც გადააგდებს იქით, სადაც ჩვენ თვალი არ მიგვიწვდება”.

სამყაროს შესახებ: “ჩვენ მხოლოდ მაიმუნების განვითარებული მემკვირდეები ვართ, პატარა პლანეტაზე არაფრის მთქმელი ვარსკვლავით. მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავიპყროთ სამყარო. აი, ეს გვხდის ჩვენ განსაკუთრებულებად”.

უცხოპლანეტელების შესახებ: “თუკი უცხოპლანეტელები როდესმე გვეწვევიან, ვფიქრობ, რომ შედეგი ისეთივე საზარელი იქნება, როგორც ამერიკის მკვიდრებისთვის, როდესაც კოლუმბი ამერიკის ნაპირებზე გადმოვიდა”.

სამყაროს არსებობის მიზეზების შესახებ: “თუკი ამ კითხვაზე პასუხი იქნება, ეს ადამიანის ცნობიერების ტრიუმფი იქნება, ვინაიდან მაშინ ღმერთის ჩანაფიქრს გავიგებთ”.

ბედის შესახებ: “დავაკვირდი და მივხვდი, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ამბობენ, რომ არაფრის შეცვლა არ შეიძლება, გზაზე გადასვლისას მაინც იყურებიან გვერდზე”.

ადამიანების შესახებ: “ყველაზე ჩუმ ადამიანებს ყველაზე ხმამაღალი გონება აქვთ”.

სიკვდილის შესახებ: “მე 49 წლიდან მოყოლებული, ადრინდელი სიკვდილის პროგნოზით ვცხოვრობ. მე არ მეშინია სიკვდილის, მაგრამ არც მეჩქარება სიკვდილი: ჯერ კიდევ მინდა ბევრს მივაღწიო”.

კომერციული წარმატების შესახებ: “მე უფრო მეტი წიგნი გავყიდე ფიზიკის შესახებ, ვიდერე მადონნმა სექსზე”.

სტივენ ჰოკინგი დაიბადა ოქსფორდში 1942 წლის 8 იანვარს, ზუსტად სამასი წლის შემდეგ, რაც ასტრონომი გალიო გალილეი გარდაიცვალა. 21 წლის ასაკში, მას მოტორული ნეირონის იშვიათი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს – ამიტროფული გვერდითი სკლეროზი. ექიმებმა მას უთხრეს, რომ მხოლოდ რამდენიმე წელი იცოცხლებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტივენ ჰოკინგს უამრავი სამეცნიერო და საზოგადოებრივი ჯილდო აქვს, მან მაინც ვერ მოასწრო ნობელის პრემიის მიღება. ოქსფორდში 30 წლის განმავლობაში იგი იმავე კათედრას იკავებდა, რასაც ისააკ ნიუტონი.

FB კომენტარები

კომენტარი