“ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა” – რა მოხდა მე-2 საჯარო სკოლაში (ფოტოკოლაჟი)

 

მე-5 კლასის მოსწავლე ბულინგის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მოხდა.
როგორც ბიჭის დედა სოცილაურ ქსელში წერს, მასწავლებელმა, მისი შვილის გენდერი გრძელი თმის და ვარცხნილობის გამო ეჭვქვეშ დააყენა.
“ეს მაქსიმეა. მაქსიმე მე-5 კლასელია. ის პიროვნებაა, ღირსების გრძნობა და თავმოყვარეობა გააჩნია… სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა და დღეს ძალიან გავმწარდიო მითხრა !! მე ამ ბიჭის დედა ვარ… დედა, რომელიც ყოველთვის შვილების ინტერესებს დავიცავ სანამ ამას თვითონ ვერ შეძლებენ. მე ორი სკოლის მოსწავლის დედა ვარ, რომელსაც პრეტენზიულ და ინტრიგან მშობლად მომიხსენიებენ, მხოლოდ იმიტომ რომ ბულინგის გამო ერთხელ უკვე ხმა ავიმაღლე… აღარ მეგონა თუ იგივე გზის გავლა მომიწევდა , მაგრამ თუ საჭირო გახდა გავივლი !!! მასწავლებელი რომელიც ვერბალურ ბულინგს გააზრებულად ახორციელებს პირველივე დღეს ახალ მოსწავლესთან არის დამნაშავე !! მასწავლებელი რომელიც თმის ვარცხნილობის გამო გენდერს ეჭვქვეშ აყენებს და ჯგუფს მიმართავს გასარკვევად ბიჭია თუ გოგო, არის დამნაშავე !! არ ვიცნობ ამ მასწავლებელს პირადად , მაგრამ უკვე ვიცი რომ მან შეძლო ჩემს შვილში ზიზღის გრძნობის გაღვიძება!! იმ თაობის მასწავლებლებლებს (მიშარომ ცასარეცხ თუ ჩარეცხილების თაობას ეძახდა) აზროვნებას კვირაში ასი ტრენინგიც ვერ შეუცვლის ! ესენი შიშით მაინც თუ დააჭერენ ენას კბილს , დანეკროზებული აზროვნება რომ არ გადმოაფრქვიონ !!! ჰოდა სხვას თუ ვერაფერს , იმას მაინც მივაღწევ რომ ეშინოდეთ ჩემი!!!! ( ყველა ლაიქი კონტროლდება სკოლის ადმინისტრაციის მიერ… ფრთხილად ხელი არ წაგიცდეთ”, – წერს მშობელი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები