ღალატის გამო, მამაკაცმა ცოლს თავი მოჰკვეთა და პოლიციაში მიიტანა(ვიდეო)

503
SHARE

ინდოეთში მცხოვრებმა მამაკაცმა პოლიციის განყოფილებაში ცოლის მოკვეთილი თავი მიიტანა. სატიში განყოფილებაში, მაჩეტეს ქნევით შევიდა და განაცხადა რომ ღალატის საფუძველზე, მოკლა ცოლი-რუპა.
ერთ-ერთმა პოლიციელმა განვითარებული მოვლენები ტელეფონის კამერაზე აღბეჭდა.
კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი იატაკზე დებს პარკს და იქიდან იღებს მოკვეთილ თავს. ამის შემდეგ 35 წლის მამაკაცმა სამართალდამცველებს მიმართა – „სერ, ეს ჩემი ცოლია. მე მას მთელი ჩემი სიყვარული მივეცი.“ საპასუხოდ ისმის ყვირილი – „ჩადე უკან პარკში!“ სატიშმა შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა და მას უამბო, რომ ცოლს სხვა მამაკაცთან წაასწრო.
მისი თქმით, იმ მომენტში ვერ აიტანა, რომ მისმა ცოლმა სხვა კაცში გაცვალა და აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდა. ამასთანავე, სატიშის მეტოქე რიგითი მუშა ნასამართლევიც იყო. მკვლელმა, ასევე, დაიჩივლა, რომ მისმა ცოლმა აიღო 3 ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობის კრედიტი ( 300 ათასი ინდური რუპია) და ეს ფული საყვარელს მისცა.
საბოლოოდ, პოლიციელებს მოუწიათ სატიშის დამშვიდება, რათა მისგან ჩვენება მიეღოთ და გამოძიება დაეწყოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

Comments

comments