ქუთაისის სამშობიაროში ჩვილი ბავშვების დასალოცი სივრცე მოეწყო

44
SHARE

ქუთაისში ახალშობილთა დასალოცი სივრცე გაიხსნა. როგორც შპს “ხონელიძის კლინიკაში” აცხადებენ, სამშობიაროში დასალოცი სივრცე პაციენტების ოჯახების მოთხოვნიდან გამომდინარე შეიქმნა.

“აღნიშნული სივრცე შეიქმნა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით. ხშირად, ჩვენს კლინიკაში დაბადებული ბავშვების ნათესავები სუფრას შლიდნენ ეზოში. სწორედ ამიტომ, ეზოში რომ აღარ გაშალონ სუფრა, აქ დაიდგმება პატარა მაგიდა და სივრცე იქნება მოწესრიგებული”, – ამბობს კლინიკის დირექტორის მოადგილე, ნესტან იაშვილი.

წყარო: primetime.ge

FB კომენტარები

კომენტარი