ქსენია სობჩაკს ქმარმა სახეში მუშტი დაარტყა (ვიდეო)

87
SHARE

 

   ქსენია სობჩაკის თაყვანისმცემლები ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ შოკში ჩააგდო. კადრებზე სობჩაკის ქმარმა მაქსიმ ვიტორგანმა მეუღლეს სახეში მუშტი დაარტყა. როგორც ვიდეოდან ირკვევა, ჩხუბის მიზეზი გახდა ის, რომ სობჩაკი მთელი ღამის განმავლობაში სახლში არ მისულა.
„მთელი ღამე დავბოდიალობდი, ვსეირნობდი მეგობართან ერთად“, – ამბობს „მთვრალი ხმით“ სობჩაკი. ამის შემდეგ ვიტორგანმა მეუღლეს სახეში მუშტი დაარტყა.
„საშინაო თეატრი“, ან „ბაშაროვის მიერ შთაგონებულები“ – ასე დაარქვა ქსენია სობჩაკმა სკანდალურ ვიდეოს, რომელიც მან ინსტაგრამში გამოაქვეყნა. ასეთივე პოსტი მაქსიმ ვიტორგანმაც გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, ბაშაროვის ცოლი, რომელსაც მეუღლემ სცემა, ვიტორგანის ნათესავია.

FB კომენტარები

კომენტარი