ქრება თუ არა კორონავირუსი დათბობასთან ერთად და როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი ვირუსთან საბრძოლველად – ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

6974
SHARE

უნდა ვე­ლო­დოთ თუ არა დათ­ბო­ბას­თან ერ­თად ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბას, და­ცუ­ლე­ბი არი­ან თუ არა მა­ღა­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი COVID-19-ის­გან , ვინ მი­ე­კუთ­ვნე­ბა რისკ-ჯგუ­ფებს, რო­გო­რია ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პი­რებ­ში და რა ვა­დებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის სპრო­ცე­სი – ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­თხვე­ბით AMBEBI.GE -მა იმუ­ნო­ლოგ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვს მი­მარ­თა:

– ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თქვა, რომ დათ­ბო­ბას­თან ერ­თად კო­რო­ნა­ვირუ­სის გაქ­რო­ბის მო­ლო­დი­ნი შე­საძ­ლოა ფუჭი აღ­მოჩ­ნდეს. ეყ­რდო­ნა თუ არა ეს ვა­რა­უ­დი რა­ი­მე კვლე­ვას ან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას?

– გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ covid-19 სულ რა­ღაც ორი თვეა გაჩ­ნდა, დღეს მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნამ ბო­ლომ­დე არ იცის ამ ვირუ­სის ბუ­ნე­ბა. მას იკ­ვლევს რო­გორც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ამე­რი­კუ­ლი ცენ­ტრი. ამის ექ­სპერ­ტე­ბი მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბო­ბენ, თუმ­ცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უფრო დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს მსგავ­სი პან­დე­მი­ე­ბის შეს­წავ­ლი­სას. ერ­თა­დერ­თი, რაც ვი­ცით ყვე­ლა, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ტი­პის და­ა­ვა­დე­ბა ზა­ფხულ­ში, სით­ბოს დად­გო­მას­თან ერ­თად მკვეთ­რად მცირ­დე­ბა და ქრე­ბა.

კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის სხვა შტა­მებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბაც ამას ამ­ბობს, რომ ზა­ფხულ­ში ასე­თი ტი­პის და­ა­ვა­დე­ბე­ბი უკან იხევს. თუმ­ცა ახალ, უც­ნობ პან­დე­მი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­პი­რის­პი­რო მო­საზ­რე­ბაც არ­სე­ბობს.

აი, მა­გა­ლი­თად ფრინ­ვე­ლის გრი­პი რომ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, მა­შინ გრი­პის ძა­ლი­ან ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბა სწო­რედ ზა­ფხულ­ში მოხ­და, ეს იყოო აშშ- სა და ბრი­ტა­ნეთ­ში ივ­ნი­სის და მა­ი­სის პე­რი­ოდ­ში. ამი­ტომ გა­დაჭ­რით ჩვენ ვერ ვი­ტყვით, რომ ეს ვირუ­სი სი­ცხე­ში გაქ­რე­ბა.

ხში­რად, როცა ვირუ­სი ახა­ლია და ადა­მი­ა­ნებს ამა­ზე იმუ­ნი­ტე­ტი არ აქვთ გა­მო­მუშ­ვე­ბუ­ლი, მათ მახ­სოვ­რო­ბა­ში არ ზის, ძნე­ლია რა­მის პროგ­ნო­ზი­რე­ბა. თუმ­ცა კარ­გია ის, რომ ჩი­ნე­თი მკაც­რი ხე­ლის პო­ლი­ტი­კით შემ­თხვე­ვებს ამ­ცი­რებს და ნუ­ლამ­დე ჩა­მოჰ­ყავს პრაქ­ტი­კუ­ლად, თან ჩი­ნეთ­შიც 20 გრა­დუსს გა­დას­ცდა ტემპრა­ტუ­რა და იქაც დათ­ბა. ამი­ტომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია კარ­გის­კენ ვი­ფიქ­როთ.

– რაც შე­ე­ხე­ბა იმუ­ნი­ტეტს, რამ­დე­ნად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს კარ­გი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­ე­მარ­თე­ბათ იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან ექ­ნე­ბა კონ­ტაქ­ტი?

– სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ წელს უბ­რა­ლო გა­ცი­ე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის 10% კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ეს 4 შტა­მი, რომ­ლე­ბიც მათ იწ­ვევს, სა­უ­ბა­რია ორ A(ალფა) და ორ B (ბეტა) შტამ­ზე, მუდ­მი­ვად არ­სე­ბობს და ადა­მი­ანს რაც არ უნდა კარ­გი იმუ­ნი­ტე­ტი ჰქონ­დეს, მა­ინც ხვდე­ბა ხოლ­მე. ერ­თა­დერ­თი, რაც ზუს­ტად ვი­ცით ის არის, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ ადა­მი­ა­ნებს ერ­ჩის, ვი­საც აქვს და­სუს­ტე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა.

ესე­ნი ძი­რი­თა­დად არი­ან 60-65 წლის ასა­კის ზე­მოთ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი. ბავ­შვე­ბის იმუ­ნი­ტე­ტიც კარ­გად ერე­ვა ახალ კო­რო­ნა­ვირუსს, ამი­ტო­მაც 20 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად სიკ­ვდი­ლი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, 15 წლამ­დე ასა­კის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ცო­ტაა და 9 წლამ­დე ასა­კის ფაქ­ტი­უ­რად ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ეს ვირუ­სი არის არა ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით გა­დამ­დე­ბი, არა­მედ მხო­ლოდ წვე­თო­ვა­ნი გზით გა­და­დის, და­ახ­ლო­ე­ბით ორი მეტ­რის რა­დი­უს­ში ვრცელ­დე­ბა და 15 წუთი ჰყოფ­ნის ორ­გა­ნიზ­მში შე­საჭ­რე­ლად, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხი უფრო და­ბა­ლია, ვიდ­რე ეს შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო მისი ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით გავ­რცე­ლე­ბის დროს. ცალ­სა­ხაა, რომ უფრო ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე­ე­ბი და­ცუ­ლე­ბი არი­ან არა იმის­გან, რომ არ და­ე­მარ­თოთ, არა­მედ იმის­გან , რომ ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი არ დად­გეს. ასე, რომ ვერ ვი­ტყვით იმას, რომ რაც არ უნდა ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი ჰქონ­დეს ადა­მი­ანს, მას ვირუ­სი არ და­ე­მარ­თე­ბაო, მაგ­რამ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 80 % შე­და­რე­ბით იო­ლად გა­და­ი­ტანს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბას – რამე კონ­კრე­ტუ­ლი წა­მა­ლი ან ფორ­მუ­ლა, თუ რო­გორ უნდა წა­ვა­ხა­ლი­სოთ ჩვე­ნი იმუ­ნი­ტე­ტი ისე, რომ ყვე­ლას გქვონ­დეს უძ­ლი­ე­რე­სი, ასე­თი რამ მე­დი­ცი­ნა­ში არ არ­სე­ბობს. აქ კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო, მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რეთ სტრე­სი! სტრე­სი იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე მოქ­მე­დებს ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რად. ეცა­დეთ მი­ი­ღოთ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი, მო­ი­წეს­რი­გოთ ძილი, ივარ­ჯი­შოთ და მზე­ზე გა­ა­ტა­რ=ოთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო, რად­გან მზე არ უყ­ვარს ამ ვირუსს. მზი­ან დღე­ებ­ში ბევ­რი დრო გა­ა­ტა­რეთ გა­რეთ, სუფ­თა ჰა­ერ­ზე.

– ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რისკ-ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, რო­გორ ებ­რძვი­ან ამ ვირუსს?

– რა თქმა უნდა, შე­დე­გი ყო­ველ­თვის ლე­ტა­ლუ­რი არ არის. მა­გა­ლი­თის­თვის გე­ტყვით, რომ საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნერ diamond princess-ზე ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა­გან ერთ-ერთი პირ­ვე­ლი გა­მო­ჯან­მრთელ­და კა­ნა­დე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ჰქონ­და რა­მო­დე­ნი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მათ შო­რის დი­ა­ბე­ტი და ჰი­პერ­ტო­ნია. ასე რომ სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ორ­გა­ნიზ­მზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ყვე­ლა ორ­გა­ნიზ­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. შე­იძ­ლე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი-და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს შეხ­ვდეს ვირუ­სი და იო­ლად გა­და­ი­ტა­ნოს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ნამ­დვი­ლად წარ­მო­ად­გე­ნენ რისკ-ჯგუფს. იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც დღეს კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია არი­ან, უმე­ტე­სო­ბა 70-80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია.

– გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, უფრო მე­ტად კა­ცე­ბი ავად­დე­ბი­ან კო­რო­ნა­ვირუ­სით? რა­ტომ?

– ეს შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს იმას, რომ რე­ცეპ­ტო­რი, რო­მელ­საც ვირუ­სი ორ­გა­ნიზ­მში შეჭ­რამ­დე უკავ­შირ­დე­ბა, ბევ­რად მე­ტა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი მა­მა­კა­ცებ­ში.

და­ა­ვა­დე­ბულ­თა 53% მა­მა­კა­ცია, ქა­ლებ­ში ეს რე­ცეპ­ტო­რი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი და და­ა­ვა­დე­ბის შან­სიც ბევ­რად და­ბა­ლია. ასე­ვე, თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა ერთ-ერთი რისკ-ფაქ­ტო­რია. თუმ­ცა სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით ვერ გე­ტყვით, რომ და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან.

წა­ი­კი­თხეთ: რა­ტომ არის სა­ში­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი მა­რი­ხუ­ა­ნას მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის – პულ­მო­ნო­ლო­გი და­ვით ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი რისკ-ჯგუ­ფებ­ზე სა­უბ­რობს
– მინ­და გკი­თხოთ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის შე­სა­ხე­ბაც…

– თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი ჯან­დაც­ვის მოსფლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სახ­ლში უნდა იყოს იზო­ლი­რე­ბუ­ლი ოთა­ხი და ამას სჭირ­დე­ბა მრა­ვა­ლო­თა­ხი­ა­ნი სახ­ლი. ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია იზო­ლი­რე­ბუ­ლი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, მი­ნი­მუმ სა­პირ­ფა­რე­შო. ადა­მი­ანს არ უნდს ჰქონ­დეს კავ­ში­რი ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­თან. ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­ცე­მა საკ­ვე­ბის არ უნდა ხდე­ბო­დეს რო­გორც კა­რან­ტინ­ში ვხე­დავთ, რომ გა­რეთ დე­ბენ საკ­ვებს, შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი გა­მო­დის და შე­აქვს ის თა­ვის ოთახ­ში.

ასე უნდა იყოს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის დრო­საც. თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი პირი მო­ბი­ლუ­რით უნდა ეკონ­ტაქ­ტე­ბო­დეს ოჯა­ხის წევ­რებს. ეს ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან რთუ­ლად და­სა­ცა­ვია. თუ სიმპტო­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდე­ბა ადა­მი­ანს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის დროს, ის შემ­დეგ გა­მო­ი­ძა­ხებს სას­წრა­ფოს ან ნი­ღა­ბით და­ცუ­ლი თა­ვი­სით წავა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

– შე­იძ­ლე­ბა თუ არა იმის გა­დაჭ­რით თქმა, რამ­დენ ხან­ში ექ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს ვაქ­ცი­ნა და ახა­ლი კო­რო­ნა­ვის­რუ­სის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი?

– ამა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვერ გი­პა­სუ­ხებთ. თუმ­ცა უკვე და­ი­წყო წამ­ლის შე­მოწ­მე­ბა და ორ თვე­ში ჩვენ გვე­ცო­დი­ნე­ბა პა­სუ­ხი, იმოქ­მე­დებს თუ არა ეს მე­დი­კა­მენ­ტი ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­გოთ, რომ იგი უე­ფექ­ტო აღ­მოჩ­ნდა. კო­რო­ნას სხვა შტამ­ზე იგი ეფექ­ტუ­რი იყო, მა­გარმ ამ შტამ­ზე რო­გორ იმოქ­მე­დებს, ამას გა­ვი­გებთ. რაც შე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნას, გუ­შინ “დე­ი­ლი მე­ი­ლიმ” გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვაქ­ცი­ნა­ზე აპ­რილ­ში შე­საძ­ლოა და­ი­წყოს ტეს­ტი­რე­ბაო და აპ­რილ­ში თუ და­ი­წყე­ბა, 12 თვე მა­ინც სჭირ­დე­ბა მის დამ­ზა­დე­ბას.

– სა­შუ­ა­ლოდ, რა პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას?

– ჩი­ნეთ­ში, სა­დაც ინ­ცი­ცი­რე­ბულ­თაყ­ვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა 58% გა­მო­კეთ­და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, ძა­ლი­ან დიდ პრო­ცენ­ტში და­დე­ბი­თი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა სტე­რო­ი­დებ­მა, პრედ­ნი­ზო­ლო­ნის და დექ­სა­მე­ტა­ზო­ნის ტი­პის პრე­პა­რა­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნეს.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, სწო­რი ვენ­ტი­ლა­ცია, სწო­რი ინ­ფუ­ზუ­რი თე­რა­პია, სწო­რი ან­ტი­ბი­კო­თე­რა­პია და სხვა სიმპტო­მუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მსუ­ბუქ შემ­თხე­ვა­ში ერთი-ორი კვი­რა სჭირ­დე­ბა. სა­შუ­ა­ლო და სა­შუ­ა­ლო­ზე რთულ შემ­თხვე­ვებ­ში თვე­ნა­ხევ­რამ­დე. თუმ­ცა არი ისე­თი მძი­მე შემ­თხვევ­ბიც, რომ თვე­ე­ბია უკვე პა­ცი­ენ­ტე­ბი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე რჩე­ბი­ან. ეს მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ორ­გა­ნიზ­მზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

– და ბო­ლოს, რო­გო­რია თქვე­ნი პროგ­ნო­ზი სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვის­რუ­სი გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში?

– სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან უკვე და­ფიქ­სირ­და შიდა გა­და­ცე­მის შემ­თხე­ვე­ვა, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბაა და თვა­ლი უნდა გა­ვუს­წო­როთ, თუმ­ცა კარ­გი ის არის, რომ მე­სა­მე­უ­ლი გა­და­ცე­მის რის­კი დიდი არ არის, რად­გან მათ არ ჰქო­ნი­ათ ბევ­რი კონ­ტაქ­ტი, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც კი არ უნა­ხავთ, იმ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­ღაც ისე მომ­ხდა­რა, ამი­ტომ აქ იმე­დი­ა­ნად არი­ან…
თუმ­ცა შემ­თვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რომ გა­იზ­რდე­ბა, ეს ცხა­დია. იმე­დი მაქვს, რომ ხალ­ხი გა­მო­ი­ჩენს თვით­შეგ­ნე­ბას და ვირუ­სი­ა­ნე­ბი გა­რეთ სი­ა­რულს არ და­ი­წყე­ბენ. ასე­ვე, დრო­უ­ლად მი­მარ­თა­ვენ ექიმს, ვფიქ­რობ, რომ მარ­ტის შემ­დეგ უფრო დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია. ჯან­მო ჯერ მა­ინც პან­დე­მი­ას არ უწო­დებს ამ ვირუსს, რად­გან ლა­თი­ნურ ამე­რი­კა­ში არ დადსტუ­რევ­ბუ­ლა შიდა გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვა.
შემ­თხვევ­ბი არის, მაგ­რამ ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია. ამი­ტომ თუ ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე და­ფიქ­სირ­და შიდა გა­და­ცე­მა, უკვე ეს იქ­ნე­ბა პან­დე­მია. მთავ­რია, რომ ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი იყოს ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვევ­ბის და ჩა­მო­სუ­ლი პი­რე­ბის “გა­მო­ჭე­რა­ზე”, რათა არ მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ და­ა­ინ­ფი­ცი­რონ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი. ნა­მუს­ზე უნდა შე­ვაგ­დოთ ყვე­ლა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე, რომ თავი შე­ი­კა­ვონ მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან და თუ ამას მა­ინც გა­ა­კე­თე­ბენ , გა­მო­ი­ცხა­დონ თვი­თი­ზო­ლა­ცია და სახ­ლი არ და­ტო­ვონ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში.

წყარო:https://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი