ქორწილში მყოფმა ექიმმა შემთხვევით, თავში ტყვია მოიხვედრა

121
SHARE

უბედური შემთხვევა მოხდა ქორწილში. მოწვეული სტუმრები, ტრადიციისამებრ, ჰაერში ისროდნენ. ერთ-ერთი სტუმარს ტყვია შემთხვევით, თავში მოხვდა.
39 წლის ჰასან აკდემირი ჰაერში გასროლას აპირებდა, მაგრამ პისტოლეტმა არ გაისროლა. მამაკაცმა, რომელიც პროფესიით ექიმი იყო, გადაწყვიტა, თავად გაერკვია, რაში იყო საქმე. უბედური შემთხვევაც სწორედ შემოწმებისას მოხდა. პისტოლეტიდან გასროლისას, მან ტყვია თავში მოიხვედრა.
ახლობლებმა სასწრაფო დაუყოვნებლივ გამოიძახეს სამედიცინო დახმარება, რომელმაც ჰასანი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

Comments

comments