ქორწილი სადედოფლო კაბის გარეშე – აჭარაში სარიტუალო დარბაზები დააჯარიმეს

152
SHARE

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ქორწილები, ქელეხები და მსგავსი სარიტუალო თავყრილობები აკრძალულია. თუმცა, ადამიანებმა მაინც შეძლეს წესების უგულებელყოფა და სხვადასხვა ხრიკის მოფიქრება:

„აჭარის რეგიონში 6 სარიტუალო დარბაზის დაჯარიმება დაგვჭირდა მას შემდეგ, რაც, რეკომენდაციების გავრცელებისა და გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ განახორციელეს სარიტუალო ღონისძიება. ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმებულია 20 ბიზნეს-სუბიექტი, სარიტუალო დარბაზი იმისთვის, რომ მათ, შეზღუდვების მიუხედავად, აკრძალული ღონისძიება განახორციელეს. ღონისძიებები მოდიფიცირებას განიცდის და ადამიანების ნაწილი ცდილობს, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიება. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ ქორწილი ტარდებოდა სადედოფლო კაბის გარეშე. არის ასევე სხვადასხვა მოდიფიკაცია. ეს საკითხები უწყებათშორისმა საბჭომ შეისწავლა და შესაბამისი რეაგირებაც მოვახდინეთ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

FB კომენტარები

კომენტარი