ქორწილი თირკმლის სანაცვლოდ და 23 წლის ბიჭის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია (ფოტო)

883
SHARE

20 წლის უკრაინელი  მამაკაცი  შეყვარებულს  ზღაპრულ ქორწილს შეპირდა. თუმცა, საკუთარი ხარჯები ვერ გათვალა, – მინიმუმ 3 ათასი დოლარი სჭირდებოდა. ოჯახიც ვერაფრით დაეხმარებოდა. ამიტომ მან თირკმელი გაყიდა.
ოჯახს გამოუცხადა, რომ უცხოეთში მიემგზავრებოდა მცირე ხნით, ქორწილისთვის ფულის გამოსამუშავებლად. მალე დაბრუნდა და 15 ათასი დოლარი “ჩამოიტანა”. თუმცა, ახლობლებს არ გაკვირვებიათ და არც არაფერი უეჭვიათ.
მალე ბიჭი ავად გახდა. ახლობლები და ცოლი შოკში იყვნენ, – 20 წლის ჯანმრთელი ბიჭი თვალსა და ხელს შუა ილეოდა. ქორწინებიდან ერთ თვეში კი, – გარდაიცვალა.
მხოლოდ სხეულის გაკვეთის შემდეგ გაიგეს ოჯახის წევრებმა, რა იყო სიკვდილის მიზეზი – ბიჭი თირკმლის ამოცლის შემდეგ წარმოქმნილ გართულებებს ემსხვერპლა. მას სურდა, საყვარელი ქალი ბედნიერი გაეხადა და თირკმელი გაყიდა… ქორწილი სულ მალე იქცა დაკრძალვად….
ეს ერთჯერადი შემთხვევა როდია. უკრაინაში წელიწადში საშუალოდ 30 ადამიანი არალეგალურად ყიდის საკუთარ ორგანოებს. საამისოდ მიემგზავრებიან ხოლმე ეკვადორზე, აზაერბაიჯანსა და კოსოვოში. ძირითადად ყიდიან თირკმელს, ღვიძლის ნაწილს ან ძვლის ტვინს.
ოპერაციის შემდეგ საშუალოდ 3-დან 15 ათასამდე დოლარს იღებენ, არადა, ორგანოების შავი ბაზრის წლიური ბრუნვა თითქმის 20 მილიარდ დოლარამდეა.
ადამიანების უმრავლესობა, ვინც ასეთ ნაბიჯს დგამს, კვდებიან ან ინვალიდდებიან.

წყარო:https://www.mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი