ქორწილი გვექნება და მეორე დღეს გამშორდება…” – როდის გეგმავენ დაქორწინებას თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე

144
SHARE

მსახიობ სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის ცხოვრებაში რამდენჯერმე მოხდა გარდატეხა. პირველად მაშინ, როცა ქუჩას ჩამოშორდა და მეორედ ახლა, რადიოწამყვან თამუნა მუსერიძესთან თანაცხოვრებისას. ამბობს, რომ ბევრი რამის გასაღები იპოვა. რამდენიმე თვის წინ წყვილი დაინიშნა, ზაფხულში კი ქორწილსაც გეგმავენ.

“ბევრ რამეში მომყვება და მე მაქსიმალურად ვცდილობ, მისი შეხედულებები გავითვალისწინო. თამუნამ გამაწონასწორა, რაც მეტი მქონდა, მომაკლო და, რაც ნაკლები – გამიღვივა… დანიშნულები ვართ, ჩვენი ჯვრისწერა კი ზაფხულს არ გადასცდება. დარწმუნებული ვარ, თამუნაც თანახმაა”, – ამბობს “სარკესთან” საუბარში “ჩემი ცოლის დაქალების” პოპულარული მსახიობი.

ამ დროს საუბარში თამუნა ერთვება:

თამუნა: ჯერ ხელი არ უთხოვია!
სანდრო: ჩემი ცოლი არა ხარ?
თამუნა: ასე არ მინდა, მინდა, ოფიციალურად მთხოვო ხელი!
სანდრო: აი, ახლა, მთელი საქართველოს წინაშე გეუბნები, ცოლად გამომყევი!
თამუნა: უარზე ვარ, ეს არ არის ოფიციალურად ხელის თხოვნა.

– ქორწილის გადახდას აპირებთ?
სანდრო: ამაზე გვიფიქრია, მაგრამ დეტალებზე თამუნა იზრუნებს. საპატარძლო კაბის “მუღამი” აქვს და, მგონი, ამიტომ მომყვება ცოლად. ზუსტად ვიცი, საპატარძლო კაბას ჩაიცვამს, ქორწილი გვექნება და მეორე დღეს გამშორდება. რა თქმა უნდა, ვხუმრობ.

თამუნა: არასოდეს მქონია ქორწილი და ერთხელ მაინც არ შეიძლება საპატარძლო კაბა ჩავიცვა?

წყარო: ჟურნალი “სარკე”

FB კომენტარები

კომენტარი