ქობულეთში პარაშუტის ავარიული დაშვებისას 2 გოგო დაშავდა (ვიდეო)

140
SHARE

ქობულეთში, სანაპიროზე საზღვაო პარაშუტი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად  2 25-წლამდე გოგონა დაშავდა. კატერის პარაშუტი, რომელზეც ორი ადამიანი იყო ჩაბმული, ზღვაზე უნდა დაშვებულიყო, თუმცა მოულოდნელად სანაპიროზე შევარდა, განათების ბოძს გამოედო და ჩამოვარდა. გოგონებმა რამდენიმე მოტეხილობა მიიღეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსოპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუააციის წესის დარღვევას გულისხმობს. შემთხვევა ქობულეთის სანაპიროზე 7 ივლისს მოხდა.

FB კომენტარები

კომენტარი