ქობულეთში დათვი თხილის ხეებს ანადგურებს

61
SHARE

ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ მუხაესტატეს თხილის ბაღებში დათვი ხეებს ანადგურებს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები დასახლებული პუნქტიდან 800 მეტრში მდებარეობს. მეპატრონეების თქმით, პირველად დათვის ნაკვალევი სამი წლის წინ შენიშნეს, მას შემდეგ კი ყოველწლიურად უნადგურდებათ თხილის ხეები. მოსახლეობა გარემოს დაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს.
“სამი წელიწადია, აქ ბინადრობს. ყოველ წელიწადს თხილის 20-25 ხეს ანადგურებს”, – განაცხადა მიწის ერთ-ერთმა მეპატრონემ, სულიკო ბოლქვაძემ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს

FB კომენტარები

კომენტარი