ქობულეთის სანაპიროზე შიშველი ტურისტები გამოჩნდნენ

315
SHARE

ქობულეთის სანაპიროზე უცხოელი ტურისტები გამოჩნდნენ, რომლებიც ზღვაში შიშვლები ბანაობდნენ, – ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომელი თამარ ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ადგილობრივმა ორმა მამაკაცმა დედიშობილა უცხოელებს მოზომილი ტაქტით მოუწოდა, რომ საცურაო კოსტიუმი ჩაეცვათ.

“დღეს ქობულეთის სანაპიროს ხალხმრავალ ადგილს უცნაურად ჩაცმულ-დავარცხნილი 2 ტიპი ეწვია. სასწრაფოდ გაიხადეს აფრო-ამერიკული “ზმანი” და ზღვაში ტიტლიკანები გადაეშვნენ. იქვე უამრავი ქალი და ბავშვი იყო, მაგრამ ჩვენმა პატივცემულმა ტურისტებმა, ამ ჟესტით, აგერ, გვკიდიხართო, გვითხრეს. აღშფოთებული ხალხი ერთმანეთს გაოგნებული უყურებდა… ამ დროს ადგილობრივი ბიჭები მოცვივდნენ, შიშველ უცხოელებს ანიშნეს, ნაპირზე გამოსულიყვნენ და მოზომილი ტაქტით ჩაცმისკენ მოუწოდეს. უცხოელებმა მცირედი პროტესტი რუსულად გამოხატეს – დედიშობილა დავიბადეთ და რა პრობლემააო, მაგრამ იკადრეს და იქაურობას გაეცალნენ. ჩემი პატივისცემა იმ აჭარელ ბიჭებს! არ დამიწყოთ ახლა „ენჯეოშნიკებმა“, რომ ამ ადამიანების უფლებები დაირღვა და იქ მყოფ დამსვენებლებს ფალოსის ყურების და ზღვაში მასთან ქლასუნის ვალდებულება ჰქონდათ. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ თქვენიც და უცხოელისაც, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას მავანის მიერ “ღრუზინად” წოდებულ ქართველ მამაკაცს, ვისთვისაც ღირსება ყველაფერზე ძვირად ფასობს!“ – წერს თამუნა ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი