ქალაქ ნებრასკაში ქალმა მკვდარი ტვინით ბავშვი გააჩინა

47
SHARE

 

კარლა 22 წლის იყო და მეორე შვილს ელოდებოდა, როდესაც მოულოდნელად სისხლდენა დაეწყო და ექიმებს მისი გადაყვანა ხელოვნური მართვის აპარატზე მოუწიათ. ის ძალიან მძიმედ იყო, თუმცა ექიმებმა 54 დღე შეინარჩუნეს აპარატით, რათა დაბადებულიყო ბავშვი, რომელიც ამ ხნის მანძილზე ჩვეულებრივად ვითარდებოდა და მომწიფებულიყო ნაყოფი. 9 თვის თავზე კარლას საკეისრო კვეთა გაუკეთეს და დაიბადა ბიჭი. “კარლას გარდაცვალება დიდი დანაკარგია, მაგრამ მისი დატოვებული მემკვიდრეობა შეუდარებელია”,- განაცხადა ქალთა სამედიცინო კლინიკის ვიცე – პრეზიდენტმა სიუ კორტმა.

ექიმების ცნობით, ბავშვი ჯანმრთელია და მისი მდგომარეობა  სტაბილურია.

FB კომენტარები

კომენტარი