ქისტი მამაკაცის მიმართვა საზოგადოებას – “მიყვარს პატრიარქი და მიყვარხართ თქვენც” (ვიდეო)

114
SHARE

ქისტი მამაკაცი საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ვიდეომიმართვით ეხმაურება. ამის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს და ამბობს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თუ ჩვენ ერთმანეთი არ გვეყვარება, ამით მხოლოდ ჩვენი მტერი ისარგებლებს.

“მე მიყვარს პატრიარქი და მიყვარხართ თქვენც, მიყვარხართ ყველა ვისაც გიყვართ საქართველო და ყველა ღირსეული ქართველი, განურჩევლად ერისა, სქესისა თუ რომელი რელიგიური აღმსარებლობისა!… ჩვენ თუ ერთმანეთის სიყვარული არ გვექნება, ამ ყველაფერზე ხელს ჩვენი მოწინააღმდეგე მოითბობს”, – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

FB კომენტარები

კომენტარი