ქინძი და „ქინძაობა“ ქართულ რეალობაში

860
SHARE

ბოლო დღეების განმავლობაში ქართველების ლექსიკაში ის ყველაზე პოპულარული და დამკვიდრებული სიტყვა გახდა. ალბათ არ დარჩა ადამიანი, რომელმაც სიტყვა „ქინძი“ ამ დღეებში სხვადასხვა კონტექსტში არ მოიხსენია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ნათქვამმა ფრაზამ: „მანდ (საქართველოში) სისხლისღვრა იქნება… სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო!“, რომელიც ფარული სატელეფონო ჩანაწერის სახით უკრაინულმა „ვიკილიქსმა“ გაავრცელა, ინტერნეტი, სოციალური ქსელები და სრულიად ქვეყანა ააფეთქა. ქვეყნის ექსპირველი პირის ნათქვამმა, უცენზურო ჟარგონმა, საზოგადოებაში განხილვისა და აზრთა სხვადასხვაობის გარდა, მწვავე კრიტიკა და გამოხმაურებები გამოიწვია.

Untitled

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სააკაშვილის მიერ ნახსენებ სიტყვას, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც იგივე სიტყვებით გამოეხმაურა: „ჩვენ მოვისმინეთ კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ გავრცელდა ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ოდესის გუბერნატორის აუდიოჩანაწერები, რომელიც საკუთარ თავს ქინძს ეძახის. ჩემთვის ეს უბრალოდ სასაცილოა. ჩვენ „ქინძის“ განცხადებებზე, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებთ სერიოზულ კომენტარს, მაგრამ მე მინდა, ყველას ვუთხრა, რომ… არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვერც „ქინძი“ და ვერც ნებისმიერი სხვა მოქალაქე“.

83cb23040cc9

უნდა ითქვას, რომ ამ თემაზე გამოხმაურებები სოციალურ ქსელსა, თუ ტელეეთერში დღემდე არ შეჩერებულა. უფრო მეტიც, თემა ნომერი პირველი განხილვის საგანიც კი გახდა. „ქინძების“ რევოლუცია აღარ იქნება ამ ქვეყანაში“, – თქვა მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში. სააკაშვილის ფრთიან ფრაზას მწვავედ გამოეხმაურა ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძეც: „შე, მართლა „ქინძო“… ქინძს უფრო დიდ პატივს ვცემ.. ყველა საჭმელს უხდება“. სკანდალურ აუდიოჩანაწერს ქიბარ ხალვაში შემდეგი პოსტით გამოეხმაურა: „ქინძი“, სოფო, ჯანაშია, გივი, პრანჭია და ჟუჟუნა… რა ხალხთან მაქვს საქმე?“ „და ის მართლა „ქინძი…“ – დაწერა ფეისბუქში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ქალიშვილმა მარი გრიგოლიამ. „ჭორიკანა „ქინძი“ და ქეთო…“ – ეს კი, მომხდარზე ინგა გრიგოლიას რეაქციაა.

ერთი შეხედვით უწყინარი ბალახი, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხარობს, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ასეთი მასშტაბური დაპირისპირების, ლანძღვა-გინებისა და პოპულარობის საგანი გახდებოდა. დიდი მითქმა-მოთქმისა და საზოგადოების აღშფოთების, ასევე თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გადაგვეხედა, თუ რა არის სინამდვილეში „ქინძი“ და რა სარგებელი, ან ზიანი მოაქვს მას თავისი არსებობით.

თანამედროვე ქართულ ფრაზეოლოგიაში დამკვიდრებული უცენზურო შინაარსის გადმოსაცემ, შეურაცხმყოფელ რეპლიკასთან ერთად, მას სხვა ძირითადი დანიშნულებაც აქვს. მამაკაცებისთვის ქინძის დიდი რაოდენობით მიღება დაუშვებელია, რადგან პოტენციას აქვეითებს. ქალებში კი შეუძლია მენსტრუალური ციკლი დაარღვიოს. იწვევს უძილობას. ქინძი უმჯობესია უმი სახით მიიღოთ, მას თერმული დამუშავება არ უხდება. ქინძი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას და მოგიხსნით საკვების მიღებით გამოწვეულ სიმძიმეს. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა მუშაობისთვის.

14040057-bunch-of-green-coriander-on-a-white-background

ქინძი არასასიამოვნი სუნის, მაგალითად, თამბაქოსა და ფარმაცეპტიის სუნის გასანეიტრალებლად გამოიყენება. მისგან ამზადებენ ლიქიორსა და ჯინს. გამოიყენება პარფიუმერიაში და მედიცინაშიც. ქინძის მარცვლებიდან მოპოვებულ ზეთს გააჩნია ანტიბაქტერიული თვისება. ასევე დიდი გამოყენება აქვს საოჯახო მედიცინაში, მაგ. დაფქული მარცვლებისაგან მომზადებული პასტა გამოიყენება წყლულებისა და ჭრილობების მოსაშუშებლად. დიდი რაოდენობით ქინძის მიღება არ შეიძლება, რადგან იწვევს სიყრუეს.

100 გრამი ქინძი შეიცავს:
წყალი – 92,2 გ.
ცილები – 2,1 გ.
ნახშირწყლები – 1,9 გ.
ბოჭკოვანი (ოპტიკურ) – 2,8 გ.
ვიტამინი A (ბეტა კაროტინს) – 3,93 მგ.
ვიტამინი B1 (thiamine) – 0,07 მგ.
ვიტამინი B2 (riboflavin) – 0,16 მგ.
Niacin (ვიტამინი B3 ან, ვიტამინი PP) – 0,11 მგ.
ვიტამინი B5 (pantothenic მჟავა) – 0,57 მგ.
ვიტამინი B6 (pyridoxine) – 0,15 მგ.
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) – 62 მკგ.
ვიტამინი С (ასკორბინის მჟავა) – 27 მგ.
ვიტამინი E (tocopherol) – 2,5 მგ.
K ვიტამინი (phylloquinone) – 310 მკგ.
Сholine (ვიტამინი B4) – 12,8 მგ.
კალიუმი – 521 მგ.
კალციუმი – 67 მგ.
მაგნიუმი – 26 მგ.
ნატრიუმი – 46 მგ.
ფოსფორი – 48 მგ.
რკინა – 1,77 მგ.
მანგანუმი – 426 მკგ.
სპილენძი – 225 მკგ.
სელენი – 0.9 მგ.

Coriandrum-sativum-20080330

ქინძი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ასე რომ, თუ გრძნობთ, ძალიან გადაიღალეთ, ერთ ჩაის ჭიქა მაწონში შეურიეთ ერთი სადილის კოვზი დაჭრილი ქინძი და მიირთვით. მისი წვენი შველის კუჭის აშლილობას, აგრეთვე, კარგია ალერგიის დროს. კერძოდ, თუ თითო ჩაის კოვზ ქინძის თესლის ნახარშს დღეში სამჯერ დალევთ, ალერგია აღარ შეგაწუხებთ. ქინძს შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური და ბუასილის სამკურნალო თვისებებიც აქვს. მისი ეთერზეთით ამზადებენ გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს კუჭის სამოქმედო პრეპარატებს. ქინძის ფოთლებისა და თესლის ნახარში ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს საუკეთესო ამოსახველებელი საშუალებაა. ქინძის თესლის ნახარში ხელს უწყობს ცხიმის დაშლას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ცნობილია, რომ ის აუმჯობესებს მეხსიერებასაც. ქინძი გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის საშარდე ინფექციები, ცისტიტი, პიელონეფრიტი, პროსტატის გადიდება, დიარეა, გულძმარვა.

clean-your-kidney

ქინძს უმთავრესად საკაზმ-სანელებლად იყენებენ კულინარიაში, საკონდიტრო, საკონსერვო და ლიქიორის წარმოებაში. ქონდრის შემდეგ, ქინძი მეორე მწვანილია, რომელსაც ქართულ სამზარეულოში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს და საქართველოს ყველა კუთხეს მოიცავს.

კერძებში გამოიყენებენ როგორც მის თესლს, ასევე ნედლ ღეროებს. ქინძი, ქონდრის მსგავსად, ხორცისა და ბოსტნეულისგან მომზადებული კერძების დიდ უმრავლესობას ემატება. გასათვალისწინებელია ერთი დეტალი – საქონლის ხორცით მომზადებულ კერძებში ქინძს შედარებით ნაკლებად ხმარობენ და უპირატესობას ოხრახუშსა და ნიახურს ანიჭებენ. ახალი ქინძი განსაკუთრებული სურნელით კერძის გემოს აუმჯობესებს. ქინძის თესლი – ე.წ. ხმელი ქინძი უმეტესად დასავლეთ საქართველოს კულინარიაშია პოპულარული. უფრო ხშირად მას ნიგვზიან კერძებს უმატებენ. ადრეულ პერიოდში, ზამთრობით, როდესაც მწვანილეული ფაქტობრივად არ მოიძებნებოდა, ხმელ ლობიოსა და ტყემალს სწორედ ქინძის დაფქულ თესლს უმატებდნენ. გასათვალისწინებელია, რომ ქინძის თესლი ნედლი ქინძისგან არომატით განსხვავდება, ამასთან, უფრო მკვეთრი გემოც აქვს და თუ ნედლი ქინძი შეგვიძლია დიდი რაოდენობით გამოვიყენოთ, მისი მოხმარებისას საჭიროა ზომიერების დაცვა. ქართულ ბაზარზე ერთი კონა (ცოცხალი) ქინძის ფასი 20 თეთრს შეადგენს. დაფქული 50 გრამის ქინძის ფასი კი – 0.48 ლარია. საქართველოში მოყვანილი მცენარე განსაკუთრებით პოპულარულია რუსულ ბაზარზე, სადაც ქართულ მწვანილზე დღემდე მოთხოვნა დიდია.

coriander

ვიკიპედიის მიხედვით, ქინძი (ლათინურად Coriandrum sativum ) ერთწლიანი მცენარეა ქოლგოსანთა ოჯახიდან. ქინძის სამშობლოდ ხმელთაშუაზღვისპირეთი მიიჩნევა, სადაც ის ველური სახით გვხვდება. კულტივირებული იქნა ამავე ადგილებში. დიდი ალბათობით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ის ალბათ საკუთარ ქვეყანასაც შეიცვლის და „საქართველოს მოქალაქე“ გახდება, ვინაიდან მისი ფიზიკური თუ სიტყვიერი „მოხმარების“ ასეთი მასშტაბი, თავად მასაც კი არ ახსოვს. ქინძს აქვს ცილინდრული, სწორმდგომი ღერო, რომლის სიმაღლე 60 სმ-ს აღწევს. ფორმით ცვალებადი ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილები შეკრულია რთულ ქოლგებად. აქვს სფეროსებრი ან მოგრძი–მომრგვალო ნაყოფი. შეიცავს ეთერზეთებს და ცხიმებს. საქართველოში ქინძი გავრცელებულია უძველესი დროიდან. აქ გვხვდება ქინძის რამდენიმე კულტურული სახეობაც კი. ქინძი ფართოდ გამოიყენება შუა აღმოსავლურ, ხმელთაშუაზღვისპირულ, სამხრეთ ამერიკულ, აფრიკულ, ჩინურ, სამხრეთ აზიურ და სხვა სამზარეულოებში. ქინძის ფოთლებს იყენებენ მწვანილად. მისი გამშრალი ნაყოფი (ქინძის თესლი) გამოიყენება საკაზმ–სანელებელ საშუალებად. კულინარიული მიზნებისთვის გამოიყენება აგრეთვე ქინძის ფესვები.

ზემოთ ჩამოთვლილი ამ და სხვა მიზეზების გამო, შესაძლოა, თავისუფლად ითქვას, რომ საქართველოში დღეს სრული „ქინძაობაა“ ატეხილი…

FB კომენტარები

კომენტარი