ქემერონ დიაზი ასაკთან ლამაზად შეხვედრას გვირჩევს

103
SHARE

ქემერონ დიაზი საკუთარი ახალი წიგნის The Longevity Book („გამოცდილების წიგნის“) აქტიურად რეკლამირებას განაგრძობს და სიბერესთან შეხვედრის საკუთარ დამოკიდებულებას გვიზიარებს.
43 წლის მსახიობის თქმით, თავად ძალიან მადლიერია, რომ ყოველ წელს იზრდება, რადგან ყველას ეს არ შეუძლია. სიბერეს ყველა ვერ აღწევს.
„ასაკთან ერთად ჩვენი ცხოვრების ახალ ფაზაში შევდივართ. როდესაც 40 წლის ფაზაში შევედი, ყველა მეკითხებოდა, მეშინოდა თუ არა ამ ასაკისა? მე კი მუდმივად ვეკითხებოდი ყველას: რატომ უნდა მეშინოდეს? მე გავაცნობიერე, რომ დაბერება სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია“, – ამბობს დიაზი.
მსახიობი დარწმუნებულია, რომ არსებობს ლამაზად დაბერების საბაზისო საშუალება. მას სიცოცხლე ჰქვია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ცხოვრების როგორ წესს მისდევდი, ზრუნავდი თუ არა საკუთარ თავზე კარგად. „არსებობს კარგად ყოფნის ხუთი ძირითადი პრინციპი: კარგი კვება, მუდმივი მოძრაობა, ღამის სრულფასოვანი ძილი, სტრესის რეგულარულად მოხსნის უნარი და გულწრფელი ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან“, – მიიჩნევს დიაზი.

FB კომენტარები

კომენტარი