ქეით უინსლეტმა იმ გოგოს დაკრძალვაზე იტირა, რომლის გადარჩენაც ვერ შეძლო (ფოტო)

758
SHARE

ჯემა ნატალი ოქტობერში გარდაიცვალა. თანამედროვე ტექნოლოგიების და მსოფლიოს ცნობილი ადამიანების მხარდაჭერის მიუხედავად, ახალგაზრდა ქალმა საკვერცხეების კიბოსთან ბრძოლა წააგო.
ჯემა ორსულად იყო, როდესაც დიაგნოზის შესახებ შეიტყო, ამიტომ ქიმიოთერაპიის კურსის გადადება გადაწყვიტა. ამ პერიოდში მეტასტაზებმა სხვა ორგანოებიც მოიცვა და მისი გადარჩენის შანსები შემცირდა.
ჰოლივუდის ვარსკვლავი ქეით უინსლეტი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, ვინც ჯემას მშველელად მოევლინა, რათა მკურნალობაზე საჭირო თანხების მობილიზება მომხდარიყო. თავიდან ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. მაგრამ მალევე კიბო გააქტიურდა და ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ბრძოლა შედეგს ვეღარ გამოიღებდა. ჯემა ოქტომბერში გარდაიცვალა, მას ოთხი წლის ქალიშვილი პენელოპა დარჩა. მის დაკრძალვაზე მივიდა ყველა, ვინც კი მის ბედზე დარდობდა. მათ შორის იყო ქეით უინსლეტიც, რომლის დედაც ამავე დიაგნოზს ებრძვის.
„მისი სიმამაცე და პენელოპას გამო ავადმყოფობის დამარცხების დიდი სურვილი, გულგრილს ვერ დამტოვებდა. ჯემა მებრძოლი იყო. იბრძოდა და ყველაფრის მიუხედავად, დაამტკიცა, რომ ექიმები ცდებოდნენ. ის მოესწრო იმ ეტაპსაც, რომ მისი ქალიშვილი სკოლაში წავიდა“.
ჯემამ 18 თვით მეტი იცოცხლა, ვიდრე ექიმები პროგნოზირებდნენ. მან მკურნალობა მშობიარობის მერე დაიწყო და ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის ჩატარებით ავადმყოფობამ უკან დაიხია. თუმცა, ერთი წლის შემდეგ ახალი ძალებით „დაარტყა“.
ექიმებმა თქმით, მათ აღარაფრის გაკეთება შეეძლოთ. მაშინ ჯემას დედამ სახლი გაყიდა და ქველმოქმედების შეგროვება დაიწყო, რათა შვილი გერმანიაში გაეგზავნა. მალევე ქალმა ქეით უინსლეტისგან ელექტრონული წერილი მიიღო. მსახიობმა მისი და ლეონარდო დი კაპრიოს დახმარება შესთავაზა. მალევე მსახიობებმა გამართეს აუქციონი, სადაც გამოტანილი იყო უჩვეულო ლოტი – „სამი ღამე ჯეკთან და როუზთან ერთად“. ლოტის მყიდველს შესაძლებლობა მიეცა მსახიობებთან ერთად ევახშმა. ამგვარად ვარსკვლავებმა ჯემას სამკურნალოდ 955 ფუნტი სტერლინგი შეაგროვეს.

FB კომენტარები

კომენტარი