ქეით მიდლტონმა საკუთარი თავი კრივში გამოსცადა (ფოტო, ვიდეო)

65
SHARE

ქეით მიდლტონმა საკუთარი თავი კრივში გამოსცადა. ლონდონის ოლიმპიური პარკი ჰერცოგინია ქეითმა, პრინცებმა უილიამმა და ჰარიმ ფსიქიკური ჯანმრთელობის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში დაათვალიერეს. სამეფო ოჯახის წევრები მოკრივე დიუკ მაკინზის შეუერთდნენ და კრივის ხელთათმანებიც მოირგეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამის გაკეთება ქეითს სულმოუთმენლად სურდა. მოკრივე მაკინზის თქმით, ქეითის „მარჯვენათი დარტყმა ცუდი არაა“.
ცნობისთვის, საქველმოქმედო აქცია Heads Together-ის მიზანია ხალხის დახმარება ფსიქოლოგიური პრობლემების აღიარების შიშის დაძლევაში. კამპანია ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების უმსხვილესი ერთობლივი საქველმოქმედო პროექტი გახდა.

FB კომენტარები

კომენტარი