ქეით მიდლტონის საქორწინო კაბის დიზაინერს პლაგიატის გამო სასამართლოში უჩივლეს

291
SHARE

ბრიტანელმა დიზაინერმა კრისტინ კენდალმა მოდის სახლს Alexander McQueen-ს, რომელშიც ქეით მიდლტონის საქორწინო კაბა შეკერეს, სასამართლოში უჩივის. სარჩელის მოტივი პლაგიატია, – წერს უ13077345_1174757305897839_1421458479_nცხოური მედია.
დიზაინერ კენდალის მტკიცებით, Alexander McQueen-ის მოდის სახლში პრინც უილიამის საცოლისთვის სამოსის შექმნისას მისი (კენდალის) ესკიზები გამოიყენეს. მოსარჩელის თქმით, კაბა იმეორებს მის საკუთარ დამუშავებულ რამდენიმე იდეას. დიზაინერი ასევე აცხადებს, რომ პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის ქორწილამდე 5 თვით ადრე მან სამეფო ოჯახს საკუთარი ესკიზები გაუგზავნა, პასუხი კი, რომელშიც მას მადლობას უხდიდნენ, 2011 წლის იანვარში მიიღო.
Alexander McQueen-ის მოდის სახლში აღნიშნეს, რომ კენდალის განცხადებებით გაოცებულები არიან. მოდის სახლის წარმომადგენლების თქმით, დიზაინერი კენდალი მათ პირველად 4 წლის წინ დაუკავშირდა და მაშინ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ის მოსაზრება, რომ მოდის სახლის დიზაინერის, სარა ბერტონის მიერ შექმნილი ქეით მიდლტონის საქორწინო კაბა კენდალის ნამუშევარს იმეორებს, – ნონსენსია.
უცხოური მედიის ცნობით, თავად ქეითს კენდალის ესკიზები არ უნახავს.

Comments

comments