ქეით ვინსლეტი: შეიყვარეთ საკუთარი თავი

448
SHARE

ქეით ვინსლეტი თავის ფეისბუქზე ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ის მაკიაჟის გარეშეა აღბეჭდილი. მსახიობი წერს, რომ ამას იმისთვის აკეთებს, რათა ადამიანებმა საკუთარი თავი ისეთი შეიყვარონ, როგორებიც არიან.

ვიცი, რომ მსუქანი ვარ, მაქვს დიდი ფეხები და ზოგჯერ ჩემი თმაც ცუდად გამოიყურება. მას შემდეგ, რაც გავიზარდე, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალის სხეული, დადებით რამეს იშვიათად ვიგებ – ძირითადად ნეგატიურ დამოკიდებულებას ვაწყდები. თუმცა ნეგატიური დამოკიდებულება ძირითადად იმათგან მოდის, ვინც სიამოვნებას იღებს და დაკავებულია სხვისი დამამცირებელი პოსტების დალაიქებით ფეისბუქზე, მაშინ, როდესაც მათ არც საკუთარი თავი მოსწონთ. დღეს მე მინდა გამოვაქვეყნო ჩემი ფოტო, რომელზეც აბსოლუტურად უმაკიაჟოდ ვარ აღბეჭდილი. ვიცი, რომ სახეზე ნაოჭები მაქვს, თუმცა მინდა, რომ ამის მიღმა დამინახოთ. მინდა ჩავწვდე ჩემს ნამდვილ მეს და მსურს, თქვენც ასე მოიქცეთ, ნახოთ, ვინ ხართ და გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც ხართ. გაუზიარეთ ეს მესიჯი ყველას, რათა მოძულეებმაც ნახონ ის. გაიგონ, რომ თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ მათი ნეგატიური აზრები და რომ არ აპირებთ იმ ადამიანების ბულინგის მსხვერპლი იყოთ, რომლებიც სხვისი გარეგნობის, რასის, გენდერის თუ სხვა რამის გამო იცინიან. ასევე გაავრცელეთ ეს მესიჯი, თუ თქვენ გიყვართ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ და არაფრის შეცვლა გსურთ. ადამიანებმა ასეთი უნდა მიგიღოთ – წერს ვინსლეტი.

წყარო: 17maisi.org

FB კომენტარები

კომენტარი