ქეთა თოფურია საქართველოში ბრუნდება (ვიდეო)

103
SHARE

ქეთა თოფურია ქართულ მუსიკალურ პროექტში ერთვება. “A-STUDIO”-ს სოლისტი მძიმე სამუშაო გრაფიკისა და ახალშობილი ბავშვის ყოლის მიუხედავად, საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. უკვე ცნობილია, რომ რუსეთში სუპერ-პოპულარული პოპ-მომღერალი პროექტ “The Voice Of Georgia”-ს ჟურის წევრი იქნება. ქეთა თოფურიას ვიდეო მიმართვა “ფეისბუკზე”, მუსიკალური პროექტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
“მოგესალმებით ყველას. მე ვარ “The Voice Of Georgia”-ს მწვრთნელი. დიდი მადლობა დაბადების დღის მოლოცვისთვის და განსაკუთრებული მადლობა ანრის, ნოდიკოს და ნუცას. მოკითხვა მთელს თბილისს, საქართველოს და შევხვდებით მალე “იმედზე”, – აცხადებს თოფურია.
მომღერალმა გუშინ 28 წლის იუბილე აღნიშნა, რისთვისაც მეუღლემ მას საჩუქრად ძვირადღირებული ავტომანქანა აჩუქა. წლევანელი “The Voice”-ს მწვრთნელები, ქეთა თოფურიასთან ერთად, მომღერლები- ნუცა შანშიაშვილი, ანრი ჯოხაძე და ნოდიკო ტატიშვილი იქნებიან. პროექტის საიმიჯო პრომოს გადაღებები უკვე მიმდინარეობს. პოპულარული მუსიკალური პროექტი “ახალი ხმა” ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ოქტომბრიდან გამოჩნდება. პროექტის ახალი მთავარი პროდიუსერი გვანცა კილასონიაა.

FB კომენტარები

კომენტარი