ქეთა თოფურია რეპერ გუფის ოჯახთან ერთად ტაილანდში ისვენებს

844
SHARE

როგორც რუსული პრესა ამტკიცებს, ქეთა და რეპერი გუფი, რომელთან სავარაუდო ურთიერთობის გამოც დაინგრა მისი და ლევ გეიხმანის ოჯახი, რომანტიკულ მოგზაურობაში გაეშურნენ. ორივე ერთდროულად გაემგზავრა ტაილანდში და ერთი და იმავე პეიზაჟზე გადაღებულ ფოტოებს ინსტაგრამზე აქვეყნებენ.
გუფის მშობლებიც ჰყავს წაყვანილი და ამბობენ, რომ მათ ქეთი გააცნო. რუსეთში მათ სავარაუდო მომავალ ქორწინებაზეც ალაპარაკდნენ. თავად ქეთი არაფერს ამბობს და ფოტოებზეც არ უკეთებს მინაწერებს, თუ კონკრეტულად სად არის გადაღებული.
სხვათა შორის, მათი რომანი სწორედ ტაილანდში დაიწყო და მათი ერთობლივი ფოტოები, რამაც ააგორა ჭორები და საბოლოოდ ქეთას ოჯახი დაანგრია, ასევე ტაილანდში იყო გადაღებული.

წყარო:https://www.mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი