“ქართულ ცეკვებში გეები არ არიან” – ნინო სუხიშვილმა ფილმში მონაწილეობის გამო ანსამბლებს მოცეკვავეების დაბლოკვისკენ მოუწოდა

253
SHARE

რეჟისორმა ლევან აკინმა guardian-თან საუბრისას მის ქართულ- შვედურ ფილმზე – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ისაუბრა.
რეჟისორის თქმით, გასაკვირი არ იყო, რომ საქართველოში ამ ფილმს პრობლემები შეექმნებოდა, ვინაიდან საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნებს შორის.
თვითონ ფილმს, რომელშიც ურთიერთობები ქართული ნაციონალური ცეკვის წარმომადგენელ ორ მამაკაცს შორის ვითარდება, საქართველოს ეროვნული კინოს ცენტრმა მხარი არ დაუჭირა  მაშინაც კი, როდესაც ფილმი კანის კინოფესტივალზე წარდგა.

აკინმა ნინო სუხიშვლითან შეხვედრაც გაიხსენა.
“გადაღებამდე ჩვენ ნინო სუხიშვილსაც შევხვდით და მისი რეაქცია ასეთი იყო: ” რატომ არ უნდა შეუყვარდეს მსახიობს გოგონა? ქართულ ცეკვებში გეები არ არიან”.
ჩვენ შეგვეძლო, მიგვეღო მისი დახმარება, მაგრამ მან მხარი არ დაგვიჭირა. გარდა ამისა, მან ესეც არ იკმარა და სხვა ცეკვის ანსამბლებსაც მოუწოდა, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ფილმში და მათ განუცხადა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ცეკვის შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ. ამან მართლა მოახდინა გავლენა მათზე”. – ისაუბრა guardian-თან ინტერვიუში რეჟისორმა.

FB კომენტარები

კომენტარი