ქართული ქორწილი რუსეთში, რომელმაც რუსული სოციალური ქსელი დაიპყრო(ვიდეო)

111
SHARE

მხიარული ქართული ქორწილი – ამ სათაურით Youtube-ზე ატვირთული ქორწილის ვიდეო განთავსებიდან მოკლე ხანში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ვიდეოს აღწერაშია მითითებული სიძეს ბაჩანა, პატარძალს კი სალომე ჰქვია.

“ქართული ქორწილი, ქართული ცეკვები, ქართული ტრადიციები, სიმღერა და მხიარულება”, – მითითებულია ვიდეოს აღწერაში.

ვიდეოს Daft Punk-ის “Get Lucky”-ის ქოვერ ვერსიის თანხლებით ნახავთ. საინტერესო კი ის არის, რომ პოპულარული სიმღერა დოლ-გარმონის თანხლებითაა შესრულებული.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოს რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას სოციალური ქსელის არა მხოლოდ ქართველი, არამედ რუსი და სხვა ეროვნების ხალხი აღტაცებით უზიარებს ერთმანეთს.

FB კომენტარები

კომენტარი