ქართველმა ასტროფოტოგრაფმა ყაზბეგში ახლადაღმოჩენილი კომეტა დააფიქსირა (ფოტო)

395
SHARE

ქართველმა ასტროფოტოგრაფმა ყაზბეგში ზღვის დონიდან 3 ათას მეტრზე ახლადარმოჩენილი კომეტა დააფიქსირა, რომელიც დედამიწას მომდევნო 6800 წელს აღარ მოუახლოვდება:

“რამდენიმე დღის წინ AltiHut-ში ავედი იმ იმედით, რომ “ნასა”-ს მიერ ახლადაღმოჩენილ კომეტა NEOWISE-ს დავინახავდი და, რა თქმა უნდა, გადავიღებდი.

სამწუხაროდ, როცა გამთენიისას, დილის 4:30-ისკენ ამოვიდოდა, მზე მალევე ამოჰყვებოდა და მალევე ქრებოდა, შესაბამისად, გადაღებისთვის ძალიან ცოტა დრო მქონდა.

პირველ ღამეს ვერ ვნახე, მეორე ღამეს ვერ ვნახე, მესამე ღამეს კუდი დავინახე და მეოთხე ღამეს, როგორც იქნა, 15 წუთით მოიწმინდა ღრუბელი და ადამიანის მიერ ხელშეუხებელი, “ნამგალა მთვარის” მიერ განათებულ რელიეფის ფონზე დავაფიქსირე ეს საოცარი ობიექტი, რომელიც მომდევნო 6800 წელიწადი აღარ შემოაბიჯებს დედამიწასთან სიახლოვეში.

ალტიჰატში ცა იმდენად კრიალა იყო, რომ კომეტის აირისა და მტვრის კუდებიც კი გამოჩნდა”, – წერს ბექა მამუკაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი