ქართველი სექსსიმბოლო დედის ამპლუაში (ფოტოკოლაჟი)

109
SHARE

ერთი მხრივ, ძალიან რთულია, იყო დედა და, მეორე მხრივ, უზომოდ სასიამოვნო, ეს დიდებული გრძნობა ყველა სირთულეს გავიწყებს… „ახალ თაობას“ დღეს ძალიან ჰარმონიული და ლამაზი დედა-შვილი სტუმრობს.

მსახიობს, სხვადასხვა ფირმის სახეს, ტელეწამყვანსა და ფოტომოდელს შორენა ბეგაშვილს ერთი შვილი – 13 წლის ევა და ორი ძაღლი ჰყავს.
– 18 წლის ასაკში გავხდი დედა. დედობა, ერთი მხრივ, ძალიან რთულია და, მეორე მხრივ, უზომოდ სასიამოვნო. ეს დიდებული გრძნობა ყველა სირთულეს გავიწყებს. ჩემი შვილი ჩემი ცხოვრების აზრია და მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ. ევა იმ

ასაკშია, როცა დროს უკვე თვითონ მითმობს ხოლმე (იღიმის). ერთად დავდივართ მაღაზიებში, ვასეირნებთ ძაღლებს, ვსაუბრობთ. ვცდილობ, მივცე ქალური რჩევები და ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გავუზიარო.
– რას უკრძალავ, როგორც დედა?
– ავუკრძალავ ცუდ საქციელს. თუ რამე არ მომწონს, ვცდილობ, მშვიდად და არგუმენტირებულად ავუხსნა და მერე ესმის ხოლმე ჩემი. ევა მიყვება ყველაფერს, ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვართ.

– რა აზრის ხართ მომავალ თაობაზე და რას უსურვებდით მათ?
– არაჩვეულებრივი თაობა მოდის, ძალიან ნიჭიერი, ლამაზი, ტანადი – შეხედვა რომ გაგიხარდება, ისეთები არიან. ჩემს შვილსა და, ზოგადად, მომავალ თაობას ვუსურვებდი ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სიყვარულს. იცხოვრონ ისე, როგორც თავად გაუხარდებათ და მათ მშობლებს ესიამოვნებათ.

წყარო – funtime.ge

Comments

comments